სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: როგორ იღებს რევაზ არველაძე უპირატესობას...

AutoSharing Option
რევაზ არველაძემ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ სამდივნოში განაცხადი უკვე შეიტანა და ამ ორგანიზაციის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა. მისი კანდიდატურა წარადგინეს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირმა, "ვიტ ჯორჯიამ", გურიის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონალურმა ფედერაციებმა, აგრეთვე, ფუტსალის ასოციაციამ.

არველაძემ განაცხადა, რომ იურიდიულად არანაირი ვალდებულება არ აქვს, მაგრამ თანამდებობას საკუთარი სურვილით დატოვებს, რათა პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი თანაბარ პირობებში იყოს.

ვრცელდება ხმები, რომლის მიხედვითაც, რევაზ არველაძე უკვე არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადეს. ეს ყველაფერი ემყარება კულუარულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ფედერაციის გენმდივანმა გამოცდილებით, კავშირებით და მის ხელთ არსებული
ბერკეტებით ისარგებლა.

არველაძემ უკვე მოახერხა რეგიონული ფედერაციებისა და ასოციაციების თავკაცთა გულის მოგება. ამ პროცესის ნაწილად ჩათვალეს ვარშავაში, ევროპალიგის ფინალზე რეგიონული ფედერაციების პრეზიდენტების გუნდური გასეირნება. მათ კი 22 ხმა აქვთ.

მაგრამ ოპონენტები არველაძეს ბრალად იმას უყენებენ, რომ სუბიექტების დელეგატებად სფფ-ს თანამშრომლები იქნებიან წარმოდგენილნი, ანუ ის ხალხი, ვინც ფინანსურად ამ ორგანიზაციაზეა დამოკიდებული.

მაგალითად მოიყვანეს ხმის უფლების მქონე იმ დელეგატთა გვარები, რომლებიც ფედერაციის თანამშრომლები არიან და ხელფასს ამ ორგანიზაციიდან იღებენ. თუნდაც ის, რომ გურიის რეგიონულ ფედერაციას გოჩა ტყებუჩავა წარმოადგენს, რომელიც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია;

ოთარ კორღალიძე, რომელიც უმცროსი ასაკის ნაკრების მწვრთნელია, წარმოადგენს იმერეთს, გიორგი ხაჩიძე - სფფ-ის აკადემიის მენეჯერი, ბავშვთა სკოლების ასოციაციის ხმის უფლება არჩილ არველაძეს აქვს მინდობილი და ასე შემდეგ.

ანუ ამ ვერსიით, რევაზ არველაძე სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატესობას იღებს.

არველაძის მხარდამჭერ სუბიექტებს ოპონენტები იმას საყვედურობენ, რომ ჯერ მათთან დალაპარაკება არ ისურვეს და თუ ყველას პროგრამის გაცნობა არ სურთ, სფფ-ს გენმდივანს რატომ ემხრობიან? იქნებ, ფეხბურთის აღორძინების უკეთეს გეგმას ჩვენ ვთავაზობთო?!

მაგრამ ყველაზე უცნაური სხვა კანდიდატების პასიურობაა, მამუკა კვარაცხელიას თუ არ ჩავთვლით. ძნელი სათქმელია, როდის გამოჩნდებიან ისინი სარბიელზე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ვეტერანები სამარცხვინო და ღირსებადაკარგული ხალხია,(თუ ქონდათ საერთოდ მაინც როდესმე). პროსტა რო შეხედო ეგრევე მიხვდები რა ღირებულებების მატარებლებიც არიან. კიდე ვერ გამოვიდნენ დერჟავას დროიდან, არ მახსოვს რომელიმე ვეტერანი ტელევიზიით გამოსულიყო და საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვათ არიან თავისტვის გაყუცჰებულები და ჩუმად კუკნიან. შეიძლება დიდი ფეხბურთელები იყვნენ მაგრამ ჩხოვრება გრძელდება და ჩვენ კიდე გვინდა გვყავდეს დიდი ფეხბურთელები და კიდე გვინდა ფეხბურთის ყურებისას ჟრუანტელმა დაგვიაროს. ეს ხალხი კი სამარჩხვინოდ იქცევა და მხოლოდ თავის კუჭებს ჩახარიან. გამოდით რა რომელიმე და ამოიღეთ ხმა. როცა ამას ვწერ რატომღაც თვალწინ სულ ჩივაძეს ვხედავ!!!
gio
27 აგვისტო 2015 12:54
0
ეს არველაძეები ფეხბურთის მმართველობიდან თუ არ მოშორდნენ არაფერი გვეშველება.
gio
27 აგვისტო 2015 12:45
0
პროგრამა არსებობს?თუ უბრალოდ მიდის ბრძოლა ფინანსურად მომგებიანი სავარძლისთვის?მთელ ქვეყანაში ყველა სფეროში სრული ბარდაგია(((ნათესაობით,ძმაკაცობით,პირადი ინტერესებით თანამდებობი(((
ზაზა
27 აგვისტო 2015 12:43
0
უნამუსო კაცი! ეს ვეტერანები კი საბალახოდ მიშვებული ნახირივითაა.
777
27 აგვისტო 2015 12:17
0
აბა აჩი არველაძე ვის მისცემს ხმას :D
პროსტა სასაცილოა ეს ყველაფერი რა
aieicm
27 აგვისტო 2015 11:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული