სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: როგორ იღებს რევაზ არველაძე უპირატესობას...

AutoSharing Option
რევაზ არველაძემ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ სამდივნოში განაცხადი უკვე შეიტანა და ამ ორგანიზაციის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა. მისი კანდიდატურა წარადგინეს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირმა, "ვიტ ჯორჯიამ", გურიის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონალურმა ფედერაციებმა, აგრეთვე, ფუტსალის ასოციაციამ.

არველაძემ განაცხადა, რომ იურიდიულად არანაირი ვალდებულება არ აქვს, მაგრამ თანამდებობას საკუთარი სურვილით დატოვებს, რათა პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი თანაბარ პირობებში იყოს.

ვრცელდება ხმები, რომლის მიხედვითაც, რევაზ არველაძე უკვე არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადეს. ეს ყველაფერი ემყარება კულუარულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ფედერაციის გენმდივანმა გამოცდილებით, კავშირებით და მის ხელთ არსებული
ბერკეტებით ისარგებლა.

არველაძემ უკვე მოახერხა რეგიონული ფედერაციებისა და ასოციაციების თავკაცთა გულის მოგება. ამ პროცესის ნაწილად ჩათვალეს ვარშავაში, ევროპალიგის ფინალზე რეგიონული ფედერაციების პრეზიდენტების გუნდური გასეირნება. მათ კი 22 ხმა აქვთ.

მაგრამ ოპონენტები არველაძეს ბრალად იმას უყენებენ, რომ სუბიექტების დელეგატებად სფფ-ს თანამშრომლები იქნებიან წარმოდგენილნი, ანუ ის ხალხი, ვინც ფინანსურად ამ ორგანიზაციაზეა დამოკიდებული.

მაგალითად მოიყვანეს ხმის უფლების მქონე იმ დელეგატთა გვარები, რომლებიც ფედერაციის თანამშრომლები არიან და ხელფასს ამ ორგანიზაციიდან იღებენ. თუნდაც ის, რომ გურიის რეგიონულ ფედერაციას გოჩა ტყებუჩავა წარმოადგენს, რომელიც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია;

ოთარ კორღალიძე, რომელიც უმცროსი ასაკის ნაკრების მწვრთნელია, წარმოადგენს იმერეთს, გიორგი ხაჩიძე - სფფ-ის აკადემიის მენეჯერი, ბავშვთა სკოლების ასოციაციის ხმის უფლება არჩილ არველაძეს აქვს მინდობილი და ასე შემდეგ.

ანუ ამ ვერსიით, რევაზ არველაძე სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატესობას იღებს.

არველაძის მხარდამჭერ სუბიექტებს ოპონენტები იმას საყვედურობენ, რომ ჯერ მათთან დალაპარაკება არ ისურვეს და თუ ყველას პროგრამის გაცნობა არ სურთ, სფფ-ს გენმდივანს რატომ ემხრობიან? იქნებ, ფეხბურთის აღორძინების უკეთეს გეგმას ჩვენ ვთავაზობთო?!

მაგრამ ყველაზე უცნაური სხვა კანდიდატების პასიურობაა, მამუკა კვარაცხელიას თუ არ ჩავთვლით. ძნელი სათქმელია, როდის გამოჩნდებიან ისინი სარბიელზე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ძმებო, მეგობრებო, ქართულ ფეხბურთზე შეყვარებულო ქართველებო!
მსურს, ერთი განცხადება გავაკეთო!
ყველანი ვხედავთ რა სიტუაციაცაა! ცბიერი არველაძე ცდილობს მიიტაცოს სფფ-ს პრეზიდენტის სავარძელი. ჩვენ ვიცით რა დღეშიცაა დღეს ჩვენი სასიქადულო ქართული ფეხბურთი. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ქართული ფეხბურთის ამ მდგომარეობამდე დაყვანაში ლომის წილი ბატონ არველაძესაც აქვს. ის ახლა კვლავ ცდილობს, ყველა ხრიკით მიიტაცოს თანამდებობა და თუ ეს ასეც მოხდა, მაშინ აგონიაში მყოფი ჩვენი ფეხბურთი საბოლოოდ მიიცვლება.
მოდი, არ დავუშვათ ეს! დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და გადავარჩინოთ ქართული ფეხბურთი. როგორ? რითი?
თუ უფროსი არველაძე გაიმარჯვებს არჩევნებში, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები. ვანახოთ, რომ ხალხი ერთად ვართ და არ გვსურს ჩვენი სანუკვარი ქართული ფეხბურთი კვლავ ამ ცბიერმა მართოს. თუ ამას შევძლებთ(ვგულისხმობ, ერთმანეთის გვერდში დგომას), თუნდაც გაიმარჯვოს არჩვევნებში, ის იძულებული გახდება წავიდეს!
მოდი, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და ვიხსნათ ჩვენი უსაყვარლესი თამაში გაქრობისგან!
მე, როგორც ერთი კაცი, მზად ვარ ყველა გამოწვევისთვის. მე მენატრება ნამდვილი თამაში, რისი ხილვის იმედიც მაფიოზების ხელში, ფაქტიურად 0-ის ტოლია.
ჩვენ უნდა შევძლოთ და ქართული ფეხბურთი გამოვტაცოთ მექრთამეებს მარწუხებიდან. მე ჩვენი ერთად დგომის იმედი მაქვს!
თუ ერთად ვიქნებით, გამარჯვებებიც მოვა!
გენაცვალეთ გულანთებულო ქართველებო!!!
ლევანი
28 აგვისტო 2015 16:00
0
ეს კაცი ხალხს გარეთ გამოიყვანს. ყველაფერს, მათ შორის უსინდისობასაც ზღვარი აქვს და მოთმინების ზღვარიც უკვე დიდი ხანია გადლახულია.

ვეტერანი ფეხბურთელების გამო კი მრცხვენია, ნუთუ მოსწონთ ჩვენ ფეხბურთში არსებული სიტუაცია, რომლის "შემოქმედი" არველაძეა (სიჭინავა სათვალავში ჩასაგდები არ ყოფილა არასდროს). თუმცა, სადღაც გულის სიღრმეში იმედიც მაქვს. ფარულ კენჭისყრაში შეუძლიათ თავისი ნამდვილი სახე აჩვენონ.
შალვაშვილი
27 აგვისტო 2015 17:34
0
სირცხვილია ისევ არველაძის პრეზიდენტობაზე საუბარ,დიდო ვეტერანო ფეხბურთელებო ასე ვინ დაგაჩმორათ ხმას,რომ იღებთ?არ გრცხვენიათ.
sircxvolia
27 აგვისტო 2015 16:19
0
მეტის ღირსია ქართველი ხალხი რანიც ვართ იმას ვიმსახურებთ
NIKA
27 აგვისტო 2015 15:48
0
ეგრე რამ შეგაყარათ სკამი რო ყველაფერს კადრულობთ ოღონდ ზედ დადოთ ამ ვეტარან ფეხბურთელებს თავმოყვარეობა არ აქვთ თუ რა დაემართათ მაგათ რა ჯერათ რო არველაძე რამეს გააკეთებს ქართული ფეხბურთისთვის გამკეთებელი გააკეთებდა ყაზახები გავიდნენ ლიგაზე გუშინ სირცხვილია მაგრამ არველაძეს არ რცხვენია
მერაბი ლოლომაძე
27 აგვისტო 2015 15:13
0
რეზო არველაძემ მოულოდნელი სიურპრიზი გაუკეთა რეგიონალური ფედერაციის შეფებსთქო და წაასხა სუყველა ვარშავაში,უეფას თასის ფინალზე,სევილია-დნეპრზე .ჯიგრებმა კომფორტულად იფრინეს,სასტუმროში კარგად ჭამეს,მოისვენეს,ქალაქი დაათვალიერეს,თამაშით ისიამოვნეს და შემდეგ უკან დაბრუნდნენ,კმაყოფილები და ერთობ ნასიამოვნები . ფრენა,კვება,ჩასვლა,გასვლა,შესვლა,ფეხბურთის ფედერაციამ აანაზღაურა,რა თქმა უნდა ადამიანები მუხლჩაუხრელად შრომობენ ქართული ფეხბურთის ფეხზე დასაყენებლად და არ ეკუთვნოდათ ახლა 2 დღე ვარშავაში გასიერნება ?
David
27 აგვისტო 2015 14:00
0
David მაგრად აქტიურობ გატყობ რეზიკოს ... ყველა ვინც მას წინასწარ ულოცავთ, ხოდა გახსოვდეს, ფედერაციიდან გამოგასახლებთ ხალხი და თქვენს საცხოვრებელ უბანშიც კი არ გადედგომებათ ბოლოს. ნამუსი გაგიქრათ სულ? ფეხბურთიც ჩაკალით და ქართული სულიც.
David
27 აგვისტო 2015 13:50
0
ვისაც ფეღბურთი გიყვართ გავერთიანეთ არელაძეების წინააღმეგ!!! არველაძე სირცხვილია!!
lelo
27 აგვისტო 2015 13:44
0
რეზი პრეზიდენტად!!! და რა მნიშვნელობა აქვს,ორგანიზაციას ვინ წარმოადგენს? მთავარია, ორგანიზაცია, ანუ ფედერაციის წევრი ვის უჭერს მხარს და არა პიროვნება, რომელიც ამ ორგანიზაციის პოზიციას დააფიქსირებს
David
27 აგვისტო 2015 13:21
0
რაგაც თუ არ იგონეს ვისაც ევალება,ისევ ესენი მოვლენ,და ფეხბურთი ისევ ცაობში დარჩება,მომავალ არჩევნებამდე,ეს კობიაშვილი რას პასიურობს ვერ გავიგე!
Unknown
27 აგვისტო 2015 13:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული