ამ დავაზე ჩვენს გაზეთში საკმარისად დაიწერა და ვფიქრობთ, მკითხველს ყველაფერი ახსოვს. ამიტომ ამ ისტორიას აღარ ჩავუღრმავდებით...
ჩვენი ინფორმაციით, კლუბში ამ დროისთვისაც არ ეთანხმებიან იმას, რომ "ზესტაფონს" ოდიკაძისათვის თანხა ჰქონდა გადასახდელი, მაგრამ, მეორე მხრივ, იმერული კლუბის მოტივაცია ასეთია - ქართული ფეხბურთისთვის გადამწყვეტ ჟამს, ჩვენი ქვეყნის ორგზის ჩემპიონს სურს, მიმდინარე პროცესებში და, მათ შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს.
ახლა, როცა დავალიანება სრულადაა დაფარული, კლუბს უკვე
დღეს, 27 აგვისტოს, გაიმართება საქართველოს სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა. ფედერაციასთან მისვლას "ზესტაფონის" ქომაგებიც აპირებენ. ამის თაობაზე უკვე გავრცელდა ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, "ზესტაფონის" გულშემატკივრების მიერ ორგანიზებულ აქციას, დიდი ალბათობით, სხვა ქართული კლუბების ქომაგთა წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
ბევრი დრო აღარ დარჩა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ახლა ისეთი სიტუაციაა, შესაძლოა, ბევრი რამ ერთმა ხმამ გადაწყვიტოს. ასე რომ, "ზესტაფონის" პოზიცია დიდ მნიშვნელობას იძენს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"