აღმასკომი აქციის აკომპანემენტით - დაიბრუნებს "ზესტაფონი" საარჩევნო ხმას?

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, "ზესტაფონმა" დავალიანება სრულად დაუფარა თავის ყოფილ თანამშრომელს, მეკარეთა მწვრთნელ თამაზ ოდიკაძეს.

ამ დავაზე ჩვენს გაზეთში საკმარისად დაიწერა და ვფიქრობთ, მკითხველს ყველაფერი ახსოვს. ამიტომ ამ ისტორიას აღარ ჩავუღრმავდებით...

ჩვენი ინფორმაციით, კლუბში ამ დროისთვისაც არ ეთანხმებიან იმას, რომ "ზესტაფონს" ოდიკაძისათვის თანხა ჰქონდა გადასახდელი, მაგრამ, მეორე მხრივ, იმერული კლუბის მოტივაცია ასეთია - ქართული ფეხბურთისთვის გადამწყვეტ ჟამს, ჩვენი ქვეყნის ორგზის ჩემპიონს სურს, მიმდინარე პროცესებში და, მათ შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს.

ახლა, როცა დავალიანება სრულადაა დაფარული, კლუბს უკვე
შეუძლია, მოითხოვოს ხმის უფლების აღდგენა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში. სწორედ ამ დავის გამო შეუჩერდა ცოტა ხნის წინათ "ზესტაფონს" ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის წევრის სტატუსი.

დღეს, 27 აგვისტოს, გაიმართება საქართველოს სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა. ფედერაციასთან მისვლას "ზესტაფონის" ქომაგებიც აპირებენ. ამის თაობაზე უკვე გავრცელდა ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, "ზესტაფონის" გულშემატკივრების მიერ ორგანიზებულ აქციას, დიდი ალბათობით, სხვა ქართული კლუბების ქომაგთა წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

ბევრი დრო აღარ დარჩა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ახლა ისეთი სიტუაციაა, შესაძლოა, ბევრი რამ ერთმა ხმამ გადაწყვიტოს. ასე რომ, "ზესტაფონის" პოზიცია დიდ მნიშვნელობას იძენს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ხმა უნდათ ნეტა, ვალებს რატო არ ისტუმრებენ საკითხავია, კოკაიას მიიყვანენ სადაც საჩიროა და მაინც გადაახდევინებენ იმ დავალიანებას, ბიჩები ელოდებიან ჯერ.
vova
21:35 28-08-2015
0
რა გაისიტუმრა ფეგბურტელებზე და მცვრტნელებზე როაქვტ ხელფასები გასაცემი იმას რატო არ უყურებენ ეს ხალხი
bagrati
15:16 27-08-2015
0

სიახლეები პოპულარული