ზვიად სიჭინავა სფფ-ის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლების ზეწოლაზე საუბრობს.

ეს განცხადება სიჭინავამ ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე გააკეთა.

"პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ტელევიზიით აცხადებს, რომ არა მარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს. მე მიმაჩნია ეს არასწორად და ამიტომ მინდა გითხრათ, რომ მე დღეს გადავდგები და კანონის მიხედვით, ბატონი ალექსანდრე ჩივაძე ხვალიდან შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას", - თქვა სიჭინავამ.

აქვე გეტყვით, რომ ალექსანდრე ჩივაძე არის სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი და ამავე დროს, ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ორი კვირის წინ არ გადადგა??...ვის ატყუებენ???
zvio
23:56 07-09-2015
0
ნემსა რო გადადგა არ იყო მაშინ ზეწოლა
avto
20:58 07-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული