აღმასკომის სხდომაზე გოჩა ჭვრიტიძეს დელეგატის სტატუსი მოუხსნეს

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე აღმასკომის წევრებმა კახეთის ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნა დააკმაყოფილეს და კახეთის დელეგატს, გოჩა ჭვრიტიძეს დელეგატის სტატუსი მოუხსნეს.

როგორც ფეხბურთის ფედერაციაში გამართული აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ კახეთის ფეხბურთის ფედერაციის უკვე ყოფილმა დელეგატმა გოჩა ჭვრიტიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან დელეგატის სტატუსის მოხსნის შესახებ შაბათს გაიგო.

დასმულ კითხვაზე, ხომ არ ჰქონდა ადგილი რაიმე ტიპის ზეწოლას, გოჩა ჭვრიტიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის გადადგომის შესახებ ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა.

გოჩა ჭვრიტიძის ადგილს თენგიზ სულაქველიძე დაიკავებს. ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი იყო ასევე გურიის დელეგატ
გოჩა ტყებუჩავასთვის დელეგატის სტატუსის შეჩერება.

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომის წევრებმა არ დააკმაყოფილეს გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის თხოვნა და გოჩა ტყებუჩავას კვლავ აქვს დელეგატის სტატუსი.

სულ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით 35 დელეგატი სარგებლობს.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული