პლატინისა და ბლატერს აქვთ უმაღლესი განათლება? - ყაველაშვილი ჩივილს აპირებს
ლევან კობიაშვილის დიპლომში შეუსაბამობა აღმოუჩინეს
ლევან კობიაშვილის დიპლომში შეუსაბამობა აღმოუჩინეს
გავრცელებული ინფორმაცით, კობიაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სრული კურსი 2001 წელს დაამთავრა და ბაკალავრის ხარისხი მიიღო, დიპლომს კი 2002 წლიდან ფლობს.
მაგრამ გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს იყო გაყალბებული დიპლომი, რადგან აკადემიური ხარისხის მეტ-ნაკლებად ერთიანი სისტემა (ბოლონიის პროცესი) ევროპაში 2001 წელს შეიქმნა და
ეჭვს იმის საფუძველზეც გამოთქვამდნენ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი სტუ-ში სწავლის პერიოდში (1996-2001 წლები) თამაშობდა ვლადიკავკაზის "ალანიაში", გერმანულ "ფრაიბურგში" და როგორღა ისწავლიდაო?
თუმცა არ გადაამოწმეს სხვა ფაქტები, რამაც უზუსტობა გამოიწვია და მომხდარის გამო კობიაშვილს საჯაროდ ბოდიში მოუხადეს - გაირკვა, რომ საქართველოში ბაკალავრის ხარისხს 2000 წლის შემდეგ გასცემენ.
მოკლედ, ეს "ბრალდება" გაქარწყლებულია, "კომპრომატების" სერიალი კი, ალბათ, გაგრძელდება.
სხვათა შორის, რეგიონული ფედერაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი უახლოეს დღეებში მისი გადაბირებისა და მასზე ზემოქმედების შესახებ სკანდალური განცხადების გაკეთებას გეგმავს. დაველოდოთ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"