სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: ვინ იქნება გურიის დელეგატი?

AutoSharing Option
გურიის ფეხბურთის რეგიონულ ფედერაციაში ვნებათაღელვა არ წყდება და ეჭვი გვაქვს, ამ დღეებში იქ ხმაური კიდევ იქნება.

საქმე ისაა, რომ ფეხბურთის ფედერაციის 3 ოქტომბრის ყრილობაზე რეგიონი დელეგატის (გოჩა ტყებუჩავა) გარეშე დარჩა - საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა გურიის ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ დელეგატს უფლებამოსილება გაუუქმა, რითიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გამგეობის წევრთა და სფფ-ის მოთხოვნები.

ერთი მხრივ, არ უარყვეს მოთხოვნა გრფფ-ის დელეგატად იური ჩხაიძის კანდიდატურის დამტკიცების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, გაუქმდა სფფ-ის აღმასკომის 2015 წლის 7 სექტემბრით დათარიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გრფფ-ის დელეგატად დამტკიცდა
გოჩა ტყებუჩავა.

მოდით, გავეცნოთ ტრიბუნალის ვერდიქტს:

"ბათილად იქნეს ცნობილი გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის სხდომის ოქმი როგორც გრფფ-ის წესდების დარღვევით ჩატარებული სხდომის ოქმი. დაევალოს გურიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა-წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს დანიშნონ გამგეობის სხდომა გრფფ-ის წესდების 5.11 მუხლის მიხედვით.

დაევალოს გრფფ-ს ხელმძღვანელობა-წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს, გრფფ-ს წესდების შესაბამისად ჩატარდეს გამგეობის სხდომა, რომელიც უფლებამოსილი იქნება მიიღოს გადაწყვეტილება სფფ-ს 24-ე საარჩევნო ყრილობაზე დელეგატის დანიშვნის შესახებ.

უფლებამოსილების საკითხის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნეს გრფფ-ს წესდების 5.12 და გრფფ-ს წესდების მე-10 მუხლების ნორმები. ხოლო გამგეობის სხდომა ჩატარდეს 2015 წლის 23 სექტემბრამდე.

გრფფ-ს ხელმძღვანელობა-წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს დაევალოთ სფფ-ს აღმასკომის წინაშე წარმოადგინონ გრფფ-ს წესდების 5.13 მუხლის შესაბამისად შედგენილი გამგეობის სხდომის ოქმი.

დაევალოს სფფ-ს აღმასკომს დაუყოვნებლივ განიხილოს გრფფ-ს მიერ ოქმით წარდგენილი კანდიდატურის სფფ-ს 24-ე საარჩევნო ყრილობაზე დელეგატად დამტკიცების საკითხი სფფ-ს წესდების შესაბამისად არა უგვიანეს 2015 წლის 28 სექტემბრისა", - ვკითხულობთ ტრიბუნალის გადაწყვეტილებაში (საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება), რაც სავალდებულო შესასრულებელია სფფ-სა და გრფფ-ის მიერ, გამოქვეყნებისთანავე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ედუარდ შევარდნაზე, მერე რა როოოოო.
vova
16:52 19-09-2015
0
ეტყობა კიდევ ერთხელ უნდა წაიკითხო - ცოტა სხვა რამ წერია/ხდება... )))
zaza-ს
17:09 18-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული