აღმასაკომმა ილია კოკაიას ფეხბურთში საქმიანობა აუკრძალა

AutoSharing Option
დღეს გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის აღმასკომის სხდომაზე ბიზნესმენ ილია კოკაიას ქართულ ფეხბურთში საქმიანობა აეკრძალა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება აღმაკოსმმა მიიღო.

აღმასკომის ამ გადაწყვეტილების მიზები კოკაიას მიერ სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის ალექსანდრე ჩივაძის მიმართ განცხადებები გახდა.


როგორც ჟურნალისტებს სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა გია ფირცხალავამ განუცხადა, ილია კოკაიას განცხადებები არ ჯდებოდა ეთიკის ფარგლებში, რის გამოც აღმასკომმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

გარდა ამისა, აღმასკომმა გოჩა ტყებუჩავას საკითხი განიხილა და ის დელეგატად დატოვა. ამის გამო აღმასკომის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ. კოკაის თემასთან დაკავშირებით კი მოგვიანებით ასეთი განცხადება გააკეთა:

"აზრთა სხვადასხვაობამ და ურთიერთკრიტიკამ არ უნდა გამოიწვიოს შეურაცხმყოფელი ფრაზები. სამწუხაროა, როცა ასე ხდება... ჩვენ დიდ პატივს ვცემთ საშა ჩივაძეს - სახელოვან ვეტერან ფეხბურთელს და ვაფასებთ მის დიდ ღვაწლს ქართულ ფეხბურთში!"


მკითხველის კომენტარები / 8 /
ფედერაცია კი არა !!! კოკაია არ არის ისეთი ადამიანი ადვილად რომ გაუგო და ბევრსაც ქარავს მაგრამ ასეთ ხალხს უნდა მოვუფრთხილდეთ ჩემი აზრით არც ისეთია რომ ვერ ააწყო ურთიერთობა , რომან ფიფია გაექცათ მართლა იუდები აირან , ეს ტყებუჩავა ნომერ პირველი გამყიდველია , გენძეხაძეზე უარესია. ფუ საქართველოს ფეხბურთი!!! მერე იტყვით სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოსო.
daviti
18:50 23-09-2015
0
არავინ არ უნდა მივიდეს ნაკრების თამაშებზე და იქნებ გაიღვიძოს ამ მართლა პროპკების თავში სინდისმა.გარინჩას ეუსებიოს მიულერს და ბოლოს და ბოლოს დიდ მიშა მესხს არ დაუყვედრებია თავიანთი ქვეყნებისთვის ის დიდი ფეხბურთელობა და ამათმა ხომ მართლა წაიღეს ტვინი
dato
19:15 23-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული