"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დავდივარ რაიონებში და ვეცნობი საფეხბურთო სფეროში არსებულ ვითარებას სხვადასხვა კუთხით; დიდ მადლობას ვუხდი საზოგადოებას აქ მოსვლისთვის", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
შეხვედრაზე ფეხბურთის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. კობიაშვილმა მათ თავისი ხედვები და სტრატეგია გააცნო. შეხვედრამდე ლევან კობიაშვილი გურიის გუბერნატორს, გია სალუქვაძეს და ქალაქ ოზურგეთის მერს, ბეგლარ სიორიძეს რამდენიმე წუთით შეხვდა.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრას გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე არ ესწრებოდა.
კობიაშვილი იზურგეთიდან ლანჩხუთში ჩავიდა,
"ძალიან ვწუხვარ, რომ დამსახურების მიუხედავად, "გურია" არ არის იმ გუნდთა შორის, რომელიც ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს, მაგრამ ჩემთვის მთავარი ეს არაა. მე გადაწყვეტილი მაქვს, ყველა გუნდს შევხვდე. "გურია" კი ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი გუნდია, რომელსაც მართლაც დიდი წარსული და დამსახურება აქვს ქართული ფეხბურთის ისტორიაში", - განაცხადა შეხვედრაზე ლევან კობიაშვილმა.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით