სამს მინუს ერთი - რევაზ არველაძემ დებატებზე უარი თქვა

AutoSharing Option
გუშინ, 28 სექტემბერს, საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველ არხზე, გადაცემაში - "სპორტი გიორგი ზურაბიშვილთან ერთად" - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატები გაიმართა. ლევან კობიაშვილი სტუდიაში იჯდა, მამუკა კვარაცხელია კი უეფამ ლვოვში ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მედიაოფიცრად გაამწესა და უკრაინიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო.

სამწუხაროდ, მესამე კანდიდატმა, რევაზ არველაძემ, დებატებში მონაწილეობა არ ისურვა. მიზეზიც უცნობია.

სხვათა შორის, დებატების დროს კობიაშვილმა და კვარაცხელიამ სამომავლოდ თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს...

ეს მხოლოდ ერთი დეტალია, მოდით, სხვა საყურადღებო განცხადებებზეც გავამახვილოთ ყურადღება...

კვარაცხელია: რომელ სამართლიან საარჩევნო გარემოზეა ლაპარაკი?!
* 11
დელეგატი ხელფასს ფეხბურთის ფედერაციაში იღებს...

* პროგრამაზე მუშაობა ვერ დავასრულე, რადგან ფედერაცია ბიუჯეტს გვიმალავს და არ ვიცი, ორგანიზაციას რა შემოსავლები და გასავლები აქვს...

* საკუთარი წესდების 11 პუნქტი დაარღვიეს და რომელ სამართლიან საარჩევნო გარემოზეა ლაპარაკი?!

* მოვისმინეთ ფედერაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლის კომენტარი, რომ კლუბები წევრებად უეფას რეკომენდაციით მიიღეს, მაგრამ უეფას რეკომენდაციით დაარსდა სპორტული დავების განმხილველი ტრიბუნალი და მისი თავმჯდომარე გადააყენეს... ახლა კლუბებმა პირველად მოითხოვეს წევრობა და უარი უთხრეს...

* ივანიშვილი 100-მილიონიანი პროექტის განხორციელებას აპირებდა და წარმოგიდგენიათ, ასეთი ბიზნესმენი ფეხბურთში არ მიუშვეს. მერე რაგბიში მივიდა და ხედავთ, ამ სახეობაში რასაც ვაღწევთ...

* ახლახან ფეხბურთიდან უკვე ილია კოკაია გააგდეს. გაძლევთ პირობას, რომ ჩემი მოსვლის შემთხვევაში მას აუცილებლად დავაბრუნებ. ამ სამარცხვინო პროცესში მონაწილეობა თავად ჩივაძემ არ იკადრა და შეურაცხყოფა გაატარა...

კობიაშვილი: არველაძესთან თანამშრომლობა გამორიცხულია, ის ამ სისტემის ნაწილია
* აღმასკომს არ ჰქონდა უფლება, კლუბების მოთხოვნა არ დაეკმაყოფილებინა. ბათუმის "დინამომ" ევროპალიგაზე ითამაშა, ანუ უეფას ლიცენზიის მოთხოვნები დააკმაყოფილა და ფეხბურთის ფედერაციაში ეუბნებიან, რომ საქართველოს პირობებში ელემენტარულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ეს ხომ პარადოქსია?!

* არჩევნებში ყაველაშვილის მონაწილეობა გამიხარდებოდა და გამარჯვების დიდი შანსიც ექნებოდა. სამწუხაროა, რომ ასე არ მოხდა. საინტერესოა, რომ ჩემი დიპლომი იყო მხოლოდ ფედერაციაში. რატომღაც, მისი ასლი რომელიღაც სააგენტოში მოხვდა და ისეთები დაწერეს, მერე ბოდიშის მოხდა მოუწიათ...

* თანამშრომლობა რევაზ არველაძესთან არჩევნების შემდეგ? ის ჩემი უფროსი მეგობარია, პატივს ვცემ და პიროვნული პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ჩვენი ხედვები ერთმანეთს არ ემთხვევა. სამწუხაროა, რომ ის დღევანდელი სისტემის ნაწილია და ჩვენი თანამშრომლობა გამორიცხულია.

ბოლოს კი დავამატებდი, თუ რატომ უნდა გახდეს კობიაშვილი პრეზიდენტი. ასევე ჩემი უფროსი მეგობრის, შოთა არველაძის სიტყვებს გავიმეორებ - კობიაშვილი იმიტომ უნდა გახდეს პრეზიდენტი, რომ ის ყველაზე უკეთესია...

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ვებგვერდზე ჩატარდა ინტერაქტივი ასეთი კითხვით - რომელი კანდიდატი უნდა გახდეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი?

შედეგები ასეთია: 1. ლევან კობიაშვილი - 85%; 2. რევაზ არველაძე - 10%; 3. მამუკა კვარაცხელია - 5%.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
დასრულდა მათი დრო იმ თამაშებით რითაც გაახარეს საქართველო თუ ...ფედერაციაშI არაფერი ესაქმებათ,თუ ნამუსიანია და პატიოსანი,უნდა მოიხსნას კანდიდატურა და ხალხი გამოვა ქუჩაშI მის დასაცავად...:)))
Otari
07:16 30-09-2015
0
ჩვვენ რა შეგვიძლია "უბრალო მოკვდავებს" ვისაც ხმის მიცემა არ შეგვიძლია რო მოვაშოროთ ეს არველაძე ცოტა ხნით მაინც ამ ფედერაციას. კიჭამ ხოარ გადმოგცა ანდერძით აცალე რა სხვებსაც შე კაი კაცო!!!
ლაშა
16:58 29-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული