გიორგი დემეტრაძე: რაც დრო გადის, უფრო და უფრო მენატრება ფეხბურთი

AutoSharing Option
ამ რამდენიმე წლის წინათ პატიმრობიდან გათავისუფლებული გიორგი დემეტრაძე, ერთი პერიოდი, საზოგადოების ყურადღებას იქცევდა, თუმცა ბოლო დროს ის იშვიათად ჩნდება.

"დემე" სამი ქვეყნის ბომბარდირი იყო - საქართველოსი, რუსეთისა და უკრაინის. ასეთი უნიკალურ შედეგს კიდევ როდის და რომელი ქართველი თავდამსხმელი გაიმეორებს, ძნელი სათქმელია. არადა, 3 კლუბი, სადაც ის თამაშობდა, ამჟამად აღარ არსებობს - ვლადიკავკაზის "ალანია", კიევის "არსენალი" და დონეცკის "მეტალურგი".

ბევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ფეხბურთის ფედერაციაში დაიწყო მუშაობა.

"სამწვრთნელო ლიცენზირების კურსის გავლა შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი. ამ როლში
ჩემს თავს ვერ ვხედავ. რამდენიმე კლუბში დირექტორობა და პრეზიდენტობა შემომთავაზეს და ამაზეც თავი შევიკავე. ახლა ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი ვარ და სანაკრებო საკითხებსა და იუნიორთა ფეხბურთზე ვარ პასუხისმგებელი.

ქუთაისის "ტორპედოდან" ახალი წამოსული ვიყავი და ამ დროს ფეხბურთის ფედერაციიდან დამიკავშირდნენ - ტექნიკური დირექტორის მოადგილეობა შემომთავაზეს. სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძეა.

ძალიან მომწონს, რასაც ვაკეთებ. 2-3 წელი ვიმუშავებ. ერთ ადგილზე დიდხანს ვერ გავჩერდები და მერე საკლუბო კარიერაზე გადავერთვები", - ამბობს დემეტრაძე.

ის ამბობს, რომ კახა კალაძესთან ერთად ყოველდღე ფეხბურთს თამაშობს:

"რაც დრო გადის, უფრო და უფრო მენატრება ფეხბურთი, მოედანზე გასვლა, გოლები და, თქვენ წარმოიდგინეთ, შეკრებებზე მძიმე ვარჯიშებიც კი!

ფორმის შესანარჩუნებლად კალაძესთან და სხვა ვეტერანებთან თითქმის ყოველდღე მინი-ფეხბურთს ვთამაშობთ და ამით მაინც ვერთობი.

მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებდი და ძალიან ძნელია, საყვარელ საქმეს უცებ რომ მოწყდები".

ფეხბურთელი, რომელიც 39 წლის გახდა, "ლელოს" საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე ვრცლად და საინტერესოდ ელაპარაკა.

დემეტრაძესთან ინტერვიუს სამშაბათის "ლელო WEEK-ში" შემოგთავაზებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
თქვენ მოგპარათ ან დაგიშავათ რამე?
Levani
15:29 07-10-2015
0
შენ რომ მართლა გყვარებოდა ნამდვილი ფეხბურთი, ამოდენა ნიჭს არ ჩაიკლავდი და მაზავშიკებსა და ზველ ბიჭებს არ აჰყვებოდი !პატიოსანი ცხოვრება შენ არ გინდა და
მწარე
11:41 06-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული