"კანკავამ ძალიან კარგად ითამაშა "ლილთან". ბევრი ბურთი მოიპოვა იმის ხარჯზე, რომ უშიშარი იყო ორთაბრძოლებში", - წერს "ეკიპი".
არ ცდებოდა "რეიმსის" პრეზიდენტი ჟან-პიერ კაილო, რომელმაც კანკავა გუნდისთვის "უაღრესად საჭირო მოთამაშედ" მონათლა. თავად კანკავამ კი "ლელოსთან" თქვა, რომ განსხვავებულ ევროპულ
"სიმართლე გითხრათ, ჯერ გუნდს და გარემოს ვეგუები. ადაპტაციისთვის დრო მინდა. რა თქმა უნდა, უკრაინასთან სხვაობა არის. მაგრამ სიტუაციას ვაკვირდები, ბევრ რამეს ვსწავლობ და, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს კანკავა "ლელოსთან".
ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ ერთ თვეში კანკავას სატრანსფერო ფასი საგრძნობლად გაიზარდა. მერე კი, რატომღაც, მოულოდნელად მკვეთრად შემცირდა. ცნობილმა სამენეჯერო ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტმა" ვარშავაში გამართული ევროპალიგის ფინალის ("სევილია"-"დნიპრო") შემდეგ ქართველი ნახევარმცველის ღირებულება 2,6 მილიონი ევროდან 4 მილიონამდე გაზარდა, ახლა კი 3 მილიონი დაუწერა.
თუმცა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, უახლოეს პერიოდში კანკავას ფასის მატება არ უნდა გაგვიკვირდეს.
* * *
იმავე "ტრანსფერმარკტის" მონაცემებში მორიგი შესწორებები შეიტანეს. ცხადია, ეს ქართველებსაც შეეხოთ, რის შემდეგაც ამ სიაში ეროვნული ნაკრების 23 წლის მცველი საბა კვირკველია დაწინაურდა. ყაზანის "რუბინის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებული ცენტრალური მცველის შეფასება 4,5 მილიონი ევროა. მეორე-მესამე ადგილებზე კი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და "რეიმსის" საყრდენი ნახევარმცველი კანკავა და ჰოლანდიური "ვიტესის" ერთ-ერთი ლიდერი ვაკო ყაზაიშვილი არიან.
"ტრანსფერმარკტის" მონაცემებით, კვირკველიას შეფასება საგრძნობლადაა გაზრდილი. "რუბინის" დუბლებში თამაშისას 2012 წელს მის გრაფაში სულ რაღაც 200 ათასი ევრო ეწერა, სამ წელიწადში კი ეს ციფრი 22,5-ჯერ გაიზარდა.
აშკარა პროგრესი აქვს ყაზაიშვილსაც: 2011 წელს "ვიტესმა" ქართველი ტალანტი "საბურთალოსგან" 175 ათას ევროდ შეიძინა. დაახლოებით ოთხ წელიწადში კი ყაზაიშვილის ფასი დაახლოებით 17-ჯერ(!) გაიზარდა!
ფეხბურთელი კლ. მლ. ევრ
1. საბა კვირკველია რუბინი 4,50
2. ჯაბა კანკავა დნიპრო 3,00
2. ვალერი ყაზაიშვილი ვიტესი 3,00
4. ჯანო ანანიძე სპარტაკი 2,50
4. გურამ კაშია ვიტესი 2,50
6. თორნიკე ოქრიაშვილი გენკი 2,00
7. გია გრიგალავა პაფოსი 1,80
8. სანდრო კობახიძე ვოლინი 1,20
9. გიორგი ლორია ოლიმპიაკ. 1,00
9. გიორგი ჭანტურია დუისბურგი 1,00
10. გიორგი მერებაშვილი ვერია 0,70
ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ 23-წლამდელ ქართველთა შეფასებები, რომელიც ასე გამოიყურება:
ფეხბურთელი კლ. მლ. ევრ
1. საბა კვირკველია რუბინი 4,50
2. ვალერი ყაზაიშვილი ვიტესი 3,00
3. ჯანო ანანიძე სპარტაკი 2,50
4. თორნიკე ოქრიაშვილი გენკი 2,00
5. გიორგი ჭანტურია დუისბურგი 1,00
6. ლაშა დვალი დუისბურგი 0,75
7. გიორგი აბურჯანია ანორთოსისი 0,70
8. მათე ცინცაძე დინამო 0,55
9. გიორგი პაპუნაშვილი ვერდერი 0,50
10. ოთარ კაკაბაძე დინამო 0,45
ცხადია, ყურადღებას ვაქცევთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართველებსაც. მათ შორის, დონეცკის "შახტარიდან" სევილიურ "ბეტისში" გადასული ბექა ვაჩიბერაძე ლიდერობს.
კიდევ რამდენიმე საინტერესო მოთამაშე გვეგულება და ესეც არ უნდა იყოს უინტერესო სია. ყველაზე მოულოდნელი ქართული პასპორტის მქონე "ფრაიბურგის" ნახევარმცველ ლუკას ჰუფნაგელის საკმაოდ დაბალი შეფასებაა. არადა, ის მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს. ამას წინათ, დედით ქართველმა მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა და საერთოდაც, სისტემატურად ათამაშებენ.
ფეხბურთელი კლ. მლ. ევრ
1. ბექა ვაჩიბერაძე ბეტისი B 0,70
2. აკაკი გოგია ბრენტფ. 0,60
3. ზაურ მახარაძე ოლიმპ. დონ 0,50
3. თემურ ფარცვანია ოლიმპ. დონ 0,50
3. ამბროსი ჩაჩუა კარპატი 0,50
6. ვალერიან გვილია მეტალ.ზაპ 0,40
7. გიორგი მელქაძე სპარტაკი 0,35
7. გიორგი მახათაძე ლოკომ. მ 2 0,35
9. ნიკა ყიფიანი ლოკომ. მ 2 0,30
9. ლუკას ჰუფნაგელი ფრაიბურგი 0,30
11. ევგენი ბოხაშვილი ვოლინი 0,20
12. ირაკლი მესხია სტომილი 0,10
12. ბადრი აქუბარდია დინამო კ 2 0,10
14. გიგა ჩხეიძე კალმარი შვ 0,07
15. ნიკა ჩხეიძე ლინდსდ.შვ შ.გ*
15. ნიკა ფურცელაძე ჰამბურგი D შ.გ*
* - შ.გ - შეფასების გარეშე
რამდენიმე მოთამაშე კარიერას ახლა იწყებს და ზოგიერთი მათგანი ინტერნეტსააგენტომ შეფასების გარეშე დატოვა.
ძმები გიგა და ნიკა ჩხეიძეები შვედეთის მოქალაქეები არიან. ისინი ალსვენსკანლიგის (უმაღლესი ლიგა) "კალმარში" იზრდებოდნენ. გიგას 17-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, ნიკამ კი გუნდი წლეულს შეიცვალა და "ლინდსდალსში" გადავიდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"