მამუკა კვარაცხელია: მორწმუნე კაცი ვარ, ვიბრძოლებ და იმედი მაქვს, გავიმარჯვებ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა კვარაცხელია იმედოვნებს, რომ დღევანდელ არჩევნებში გაიმარჯვებს.

როგორც კვარაცხელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამარჯვების მოპოვება რთული იქნება, თუმცა მორწმუნე კაცია და გამარჯვების ყოველთვის სჯერა.

"არჩევნებში სულ 35 დელეგატი იღებს მონაწილეობას. გამარჯვების მოპოვება რთული იქნება, იქედან გამომდინარე, რომ ასეთი მცირე რაოდენობის დელეგატების მანიპულირება ძალიან ადვილია.

მორწმუნე კაცი ვარ, ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის და იმედი მაქვს, გავიმარჯვებ", - განაცხადა კვარაცხელიამ.

რაც შეეხება ყრილობის ერთ-ერთი დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის დაკავების ფაქტს, მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და, შესაბამისად კომენტარსაც ვერ გააკეთებს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. დღეს ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რეზიკოს კაციაააააა!
stviri
11:49 03-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული