ლევან კობიაშვილი: თუ რა მოლოდინი მაქვს, ეს არაერთხელ მითქვამს, ეს არის გამარჯვება

AutoSharing Option
თუ რა მოლოდინი მაქვს, ეს არაერთხელ მითქვამს, ეს არის გამარჯვება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ყრილობის დასრულებამდე სხვა კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

კობიაშვილი ასევე არ აკეთებს კომენტარს ერთ-ერთი დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის დაკავებაზე.

ამასთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან კობიაშვილსა და ყრილობის სხვა მონაწილეებს ჯერ არ უშვებენ იმ დარბაზში, სადაც ყრილობა უნდა გაიმართოს. კობიაშვილი ამის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. მისი თქმით, ჯერ შეაფერხეს დარბაზამდე
მოსვლაში, ახალ კი - შიგნით არ უშვებენ.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. დღეს ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯიგარი ხარ კობი წარმატებები
giorgi basiladze
11:19 03-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული