სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: არველაძის მხარდამჭერები პროვოკაციებს ელოდებიან

AutoSharing Option
სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-თან შეკრებილი რევაზ არველაძის მეგობრები და მხარდამჭერები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად პროვოკაციებს ელოდებიან.

არველაძის საწინააღმდეგო და კობიაშვილის მხარდამჭერი აქციის პარალელურად "ჰოლიდე ინნ"-თან შეკრებილები არიან არველაძის მეუღლე და მისი მეგობრები, რომლებიც მიმდინარე აქციას ხელისუფლების მართულს უწოდებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რევაზ არველაძის მეგობარმა მაია ლორთქიფანიძემ განუცხადა, შესაძლოა მოხდეს პროვოკაციები და ჩაიშალოს ან გადაიდოს არჩევნები.

"ეს ხელისუფლება იმეორებს იმას, რაც მოხდა 2007 წლის 13 მაისს, რა დროსაც სპორტსმენებს შეაძულეს სპორტსმენობა. ხელისუფლება უხეშად ერევა პროცესებში.

ხდება ზეწოლა, ხელების გადაგრეხვა და დაჭერა. შესაბამისად
ველოდებით, რომ მოხდება პროვოკაციები. ჩვენ არ შევდივართ კონტაქტში აქციის მონაწილეებთან, რომელიც სახელისუფლებო ბლოკმა შექმნა", - განაცხადა მაია ლორთქიფანიძემ.


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. დღეს ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოკლედ, ერთი ბლატერი ვერ მოაშორეს მსოფლიო ფეხბურთს და მეორე არველაძეები ქართულ ფეხბურთს, რა იყო რა გახდა, არ რცხვენიათ მაინც?
გუჯა შონია
12:30 03-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული