რომან ფიფიასა და შოთა არველაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტს, რომან ფიფიასა და შოთა არველაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

რომან ფიფია ჟურნალისტებთან საუბრობდა იმაზე, რომ არველაძეს დელეგატები ჩაკეტილი ყავს და რატომ არ ინტერესდება მედია ამ საკითხით.


კომენტარის მიცემის დროს ფიფიას შეეპასუხა შოთა არველაძე და უთხრა, რომ ცრუობს. მან ფიფია იმ ოთახშიც შეიყვანა, სადაც არველაძე და მისი მხარდამჭერი დელეგატები იმყოფებიან.

არველაძის მხარდამჭერებმა ფიფიას მატყუარა უწოდეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.

სიტუაცია უკვე განიმუხტა.

აღსანიშნავია, რომ დაპირისპირება მოხდა
ფიფიას დაცვასა და ჟურნალისტებს შორის. რომან ფიფიას დაცვა მედიასაშუალების წარმომადგენლებს მასთან ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევდა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. დღეს ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული