მამუკა კვარაცხელია ჟურნალისტებს - ლამის დაპატიმრებულია ხალხი და ამაზე შეკითხვა არ გაქვთ

AutoSharing Option
თუ რატომ იმყოფება ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში, ორგანიზატორებს შეეკითხეთ, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, ის არის კანდიდატი, ელოდება არჩევნების დაწყებას, კალაძესთან კი არაფერი საქმე არ აქვს.

"მეტი შეკითხვა არ გაქვთ? ლამის დაპატიმრებულია ხალხი და ამაზე არ გაქვთ შეკითხვა? მე ვარ კანდიდატი და ველოდები არჩევნების დაწყებას. რატომ არ იწყება ეგ გაარკვიეთ.

კალაძეს შევხვდი, მაგრამ საუბარი არ გვქონია. რა საქმე მაქვს კალაძესთან", - განაცხადა კვარაცხელიამ.

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია.

ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული