არსებული მონაცემებით, გობეჯიშვილის ხმის გარდა, კობიაშვილი და არველაძე 17-17 ხმას აგროვებენ

AutoSharing Option
არსებული მონაცემებით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად ნაწილდება - გეგა გობეჯიშვილის გარდა, არსებული 34 დელეგატიდან 17 ხმას აგროვებს ლევან კობიაშვილი და 17 ხმას რევაზ არველაძე, მამუკა კვარაცხელიას კი, სავარაუდოდ, ხმას არავინ მისცემს.


როგორც ცნობილია, გობეჯიშვილი მხარს რევაზ არველაძეს უჭერს.

არჩევნებში გამარჯვებისთვის 18 ხმა საკმარისია. რევაზ არველაძის მხარდამჭერ დელეგატებს შორის მოიაზრებიან რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთისა და გურიის სამხარეო ფედერაციების დელეგატები, რომელთა დელეგატობის უფლების ჩამორთმევას საფეხბურთო კლუბები მოითხოვენ.

მათი თქმით, ამ ფედერაციების დელეგატებად დაინიშნენ კლუბების
პრეზიდენტები, რაც ინტერესთა კონფლიქტია და დარღვევაა.

იმ შემთხვევაში, თუ ეს ორი ხმა გაუქმდება, რევაზ არველაძეს, როგორც კულუარებში საუბრობენ, ამ სავარაუდო მონაცემებით, 16 ხმა მოუგროვდება და უპირატესობა ლევან კობიაშვილის მხარეს იქნება.

დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია.

ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
"ლეგიტიმურად არჩეულები" ხომ ზიან მანდ ფეხბურტი რომ მოსპეს
Unknown
19:43 03-10-2015
0
უკანონოდ ატარებენ არჩევნებს, თავისივე რეგლამენტის დართვევით დაძალადობა არ არის ეგ? არ ეთმობათ თბილი სკამები "ბიჭებს" ?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული