სფფ-ის ყრილობის დელეგატი გეგა გობეჯიშვილი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთ დელეგატს, გეგა გობეჯიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა შეუფარდა.

გეგა გობეჯიშვილმა სასამართლოს დარბაზი უკვე დატოვა.


გობეჯიშვილი სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს.

გეგა გობეჯიშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში დელეგატის სტატუსით უნდა მიიღოს მონაწილეობა. წინასწარი ინფორმაციით, ის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ რევაზ არველაძეს უჭერს მხრას.

ამასთან, რევაზ არველაძე გეგი გობეჯიშილის გათავისუფლებამდე საარჩევნო ყრილობის დაწყებას აპროტესტებდა.

"მოვუწოდებ ყველას, სანამ გეგა გობეჯიშვილი არ
გათავისუფლდება, მანამდე არ დაიწყოს საარჩევნო ყრილობა. ეს არის ჩემი თხოვნაც, მოწოდებაც და ამაში ვარ მართალი. ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ამ დროისთვის", - განაცხადა არველაძემ.

დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია.

ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბიჯო ხალხი და არჩევნები. უეფას წარმომადგენელივთავშივირტყავს ხელს ალბათ ეს სად მოვხვდიო. აქ რა მოსატანია მარა სამტრედია 4-0 დილა დილადან შევჩენკოა ყველაზე დაღლილი)
0
ნარკო დანაშაულში ეჭვმიტანილი გვყავს დელეგატათ. ვაი ჩვენს პატრონს.
beqa
17:09 03-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული