მისი თქმით, ის დახვდა უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტს გრიგორი სურკისს, რომელთანაც კარგი ურთიერთობა აქვს.
"მე დავხვდი გრიგორი სურკისს", ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს", - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ოპონენტების ბრალდებას, რომ ეს შესაძლოა იყოს ხელისუფლების მხრიდან არჩევნებში ჩარევა, კალაძემ ასე უპასუხა: "ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მე ოპონენტი არ მყავს".
კალაძე ასევე გამოეხმაურა გეგა გობეჯიშვილის დაკავებას. მისი თქმით, სფფ-ს დელეგატობა არ ნიშნავს, რომ დანაშაულის
"დაკავებაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ადამიანი, ვინც აშავებს, მოიხმარს ნარკოტიკს, არ ნიშნავს იმას, რომ თუ სფფ-ს დელეგატია, სამართალდამცველებს არ აქვთ უფლება დააკავონ. ისინი მოიქცნენ კანონის ფარგლებში და კანონის ფარგლებშივე გათავისუფლდნენ სასამართლოს მხრიდან", - განაცხადა კალაძემ.
დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია.
ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით