სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: ყრილობა დაიწყო

AutoSharing Option
სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია.


ყრილობას ესწრებიან სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატები, დელეგატები, ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები, უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი და უეფა-ს სხვა წარმომადგენლები. არჩევნებს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც ესწრება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის დღევანდელი საარჩევნო ყრილობა მედიისთვის ბოლომდე ღია იქნება. ეს გადაწყვეტილება ყრილობაზე იქნა მიღებული. თავდაპირველად ჩატარდა კენჭისყრა დელეგატებს შორის მედიის დასწრებასთან დაკავშირებით, 17 წინააღმდეგი წავიდა, 16 - მომხრე
იყო.

ამის შემდეგ უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, გრიგორი სურკისმა განაცხადა, რომ დღევანდელი ყრილობის გამჭვირვალობისთვის აუცილებელია მედიის დასწრება. ამის შემდეგ დღევანდელი ყრილობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩივაძემ მედიის დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით აირჩევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული