ლევან კობიაშვილი: ეს ჩემი კი არა, ფეხბურთის გამარჯვებაა

AutoSharing Option
ეს ჩემი კი არა, ფეხბურთის გამარჯვებაა, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გამარჯვების შემდეგ გულშემატკივართან გამოსვლის დროს განაცხადა.

კობიაშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ემოციური დღეა.

ლევან კობიაშვილი გულშემატკივრებს შეხვდა, მცირე ხნით გაესაუბრა და შემდეგ სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ის მეორე სართულზე აბრუნდა. მისი გულშემატკივრები ამ დრომდე რჩებიან სასტუმროს ფოიეში და კობიაშვილს გამარჯვებას ოვაციებით ულოცავენ.

3 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გამართულ ყრილობაზე, ხმის უფლების მქონე 33 დელეგატიდან ფარული კენჭისყრით 18-მა ხმა ლევან
კობიაშვილს
მისცა. 15-მა - რევაზ არველაძეს, ხოლო მამუკა კვარაცხელიას - არცერთი.

ამრიგად, საქართველოს ფეხბურთის ფედერავიას 4 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ყველა ვარიანტში ასე უნდა მომხდარიყო, კარგი პიროვნებაა კობი, მაგრამ დამოუკიდებლობა გაუჭირდება, მთავარია წურბელები უნდა შეამციროს და რეალურად ფეხბურთი გაკეთდეს, იმედია ფედერაციის (ფეხბურთის) თანხები არ მოხმარდება საფეხბურთო კლუბებში დასაქმებულ N რაოდენობის ყარაულებისა და დამლაგებლების ხელფასებს, რომლებიც რეალურად პარტიული აქტივისტები არიან და უმაღლესი ლიგის ფეხბურთელების ტოლი ხლფასები აქვთ.
სხვა ვარიანტი იქნებოდა კატასტროფა, არველაძეებს ვგულისხმობ, მაგათ ნამეტანი მოუვიდათ უკვე და თავს ვეგარ თოკავენ.უბრალოდ ფედერაციის პრეზიდენტი რომ გეყოლება აფხაზეთის დედაქალაქად სოხუმის მოტრფიალე, თან დომენტი, და მის კვალ დაკვალ, უფრო სწორად მასზე ამოფარებული მოდიხარ ფედერაციაში ამდენი ხანია და დღეს კიდე პრეზიდენტობა გინდა, უნამუსა ხარ მეასე ხარისხში.
koba
15:58 05-10-2015
0
ზოგიერტები ბოგმიტ გასივდნენ არჩევნები რომ ცააგეს, კართული ფეხბურთის მომავალი სულ ფეხზე არ კიდიატ
Unknown
19:50 04-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული