ამასთან, აღელვებული ლევან კობიაშვილი ტრიბუნასთან მივიდა , თუმცა სიტყვის წარმოთქმა ვერ შეძლო.
"მსგავსი გრძნობა, ემოიცები", - ასე დაიწყო მიმართვა სფფ-ის პრეზიდენტმა, თუმცა ემოციების გამო სიტყვის გაგრძელება ვერ შეძელო. ყრილობის მონაწილეებმა კობიაშვილი ტაშით გაამხნევეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი 3 ოქტომბერს აირჩიეს. ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის 33 დელეგატიდან მან 18 ხმა მიიღო, რევაზ არველაძემ - 15.