11:37 05-10-2015
ლევან კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა [VIDEO]
AutoSharing Option
კობიაშვილი სფფ-ში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დღეს პირველად მივიდა.
როგორც კობიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს შეხვდება ყველა თანამშრომელს.
"უნდა შევხვდე ყველა თანამშრომელს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ და 21-წლამდელთა ნაკრებს აქვთ თამაშები. ჩემი ინფორმაციით, გარკვეული პრობლემებია საორგანიზაციო კუთხით და შევეცდებით ამ პრობლემების მოგვარებას.
ეს დღე არა მარტო ჩემთვის, არამედ ქართული ფეხბურთისთვის არის ბედნიერი დღე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში გვერდით მედგა. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
ძალიან ბევრი ადამიანია ფედერაციაში, ვინც თავის საქმეს აკეთებდა და არიან პროფესიონალები.
მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად მომიწევს მუშაობა. შევისწავლი ყველა პრობლემას, რომელიც არსებობს და გავეცნობი", - განაცხადა კობიაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა პროფესიონალი, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა, გააგრძელებს მუშაობას სფფ-ში. რაც შეეხება მაღალ თანამდებობებს, როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, ჯერ აღმასკომის რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამ საკითხებზე სამომავლოდ ისაუბრებს.
მისივე თქმით, სამუშაო ოთახში რაიმე ცვლილებებს არ აპირებს, რადგან ყველა პირობაა სამუშაოდ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
წარმატებები ლევან, ღმერთი იყოს შენი მფარველი ამ დიდი და რთულ გზაზე. ჩვენ გვჯერა შენი და რაც მთავარია იმედი გვაქვს რო ყველაფერი გამოსწორდება და საქართველოში ფხბურთი იქნება წარმატებული და დაფასებული. З.ს. კოკაია დააბრუნე(მართალია არ მევასება) ქართულ ფეხბურთში ერთ კონკურენტულ გუნდს დააყენებს რაც ჩემპიონატის დონის ამაღლებას ხელს შეუწყობს.!!!
0
0
წარმატებებს გისურვებ,იქნებ რაღაცა შეიცვალოს რავი ვნახოთ.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული