ლევან კობიაშვილს სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიშელ პლატინიმ და "ჰერტამ" მიულოცეს

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უეფას თავკაცმა, მიშელ პლატინიმ მიულოცა.

მისალოცი წერილი მოვიდა ბერლინიდანაც. კობიაშვილზე მისი ბოლო კლუბის, ბერლინის "ჰერტას" ოფიციალური ვებგვერდი წერს.

"ქართულ ფეხბურთს 4 წლით "ჰერტას" ყოფილი ვარსკვლავი უხელმძღვანელებს. გულითადად ვულოცავთ კობის ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ თავის სამშობლოში", - წერს ბერლინური კლუბის ადმინისტრაცია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული