"შალკე" სფფ-ის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილის არჩევას ეხმაურება

AutoSharing Option
"ლევან კობიაშვილი პრეზიდენტია", - ასე გამოეხმაურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს გელზენკირხენის "შალკეს" ოფიციალური გვერდი.

გერმანული კლუბი თავის ყოფილ ფეხბურთელს პოსტზე არჩევას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

"ლევან კობიაშვილი სამშობლოში ახალ საქმიანობას შეუდგა. "შალკეს" ყოფილი მოთამაშე 3 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

"ცაცია" ქართველს, რომელიც "შალკეს" ღირსებას 2003-დან 2009 წლამდე იცავდა და ჩვენი გუნდის ფორმა კი 168-ჯერ მოირგო (9 გოლი), არჩევნებში მონაწილე 33 დელეგატიდან მხარი 18-მა დაუჭირა და კონკურენტებს, რევაზ არველაძესა და მამუკა კვარაცხელიას აჯობა.

საქართველოს მოსახლეობა 4,5 მილიონია. ეს ქვეყანა
უეფასა და ფიფაში 1992 წლიდან გაწევრიანდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული