მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...

AutoSharing Option
სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მამუკა კვარაცხელიამ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო, მაგრამ უეფას მედიაოფიცერი იმედოვნებს, რომ ქართული ფეხბურთი ახლა მაინც დაადგება სწორ გზას.

"არჩევნებზე ჩამოსულმა უეფას წარმომადგენლებმაც დაადასტურეს და საქართველოს კანონმდებლობითაც აშკარაა, რომ საარჩევნო პროცესში უხეშ დარღვევებზე შემთხვევით არ მილაპარაკია. ეს არ იყო მოგონილი პრობლემა...

მთავარია, რომ საბოლოოდ, სამართლიანობამ მაინც იზეიმა და დარღვევით წარმოდგენილ დელეგატებს ხმის უფლება ჩამოერთვათ.

რაც შეეხება ყრილობის შედეგებს, რა თქმა უნდა, დამწუხრებული ვარ, რომ ერთი ხმაც
ვერ მივიღე. უკვე მეორე შემთხვევაა, დელეგატები ჩემი საფეხბურთო ხედვის სისწორეში რომ ვერ დავარწმუნე...

მაგრამ ვულოცავ ლევან კობიაშვილს გამარჯვებას და იმედია, ქართულ ფეხბურთს ჩიხიდან გამოიყვანს. მე კი, არა აქვს მნიშვნელობა, სად ვიქნები, ყოველთვის მზად ვიყავი და ვარ, ვემსახურო ქართულ ფეხბურთს", - ამბობს კვარაცხელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ხმის გარეშე დარჩენას ნამდვილად არ იმსახურებდა მამუკა კვარაცხელია.

იმედია, რომ კობიაშვილი ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობას შესთავაზებს მას ფედერაციაში.
რამდენიმე კვირის წინანდელ ინტერვიუში კობიმ სწორედ ეგ აღნიშნა, რომ მზად არის მასთან თანამშრომლობისთვის.

ამ კაცის გამოცდილება და ნიჭი ნამდვილად არ არის დასაკარგი.
grecko-88
15:52 07-10-2015
0
იმ ორ დელეგატს ფაქტირუად ამან ცამოართვა ხმის უფლება, რამაც გამოიწვია კობიაშვილის გამარჯვება, ასე რომ მამუაკს დიდი წვლილი მიუძღვის კობის გამარჯვებაში.
dato
16:16 07-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული