არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ

AutoSharing Option
"ლელომ" ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორს, არჩილ არველაძეს 3 ოქტომბრის არჩევნების შეფასება სთხოვა:

"შეფასებისგან თავს შევიკავებ, მიუხედავად იმისა, რომ 3 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში, ბევრი ისეთი ამბავი მოხდა, რაც გულს მტკენდა. მიმაჩნია, რომ ასეთი რაღაცები არ უნდა მომხდარიყო.

მთავარია, რომ მინდა, ლევანს გამარჯვება მივულოცო და ამ საპასუხისმგებლო პოსტზე წარმატებები ვუსურვო. ის თუ წარმატებული პრეზიდენტი იქნება, ეს მეც გამიხარდება და საქართველოსაც.

მთავარია, ბევრ მნიშვნელოვან გამოწვევასა და სირთულეს გაუძლოს. ეს მართლაც ურთულესი პოსტია, მით უფრო, საქართველოში", - ამბობს არველაძე.

საინტერესოა, აპირებენ თუ არა
არველაძეები სფფ-ის ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობას:

"მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებზე დიდი ემოციები და დაპირისპირება იყო, ადრე თუ გვიან ეს დაძაბულობა განიმუხტება.

ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ფეხბურთში კი შემთხვევითი ხალხი არ ვართ და დიდი სურვილი გვაქვს, მის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ ვითანამშრომლებთ თუ არა ახალ ხელმძღვანელობასთან, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
თუ წვლილის შეტანა გინდოდა აქამდე შეგეტანა შე დალოცვილო.
rolo
15:47 07-10-2015
0
აბა რა მე მჯერა, ამი შემდეგ მოტივაცია უფრო მოგეცემათ. კიდევ კარგი კობიმ მოიგო თორემ ამათ უკან ქინლქაძე და ათასი დახარბებული ხალხი იდგა ფიფას ედავებოდნენ ქონებას!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული