არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ

AutoSharing Option
"ლელომ" ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორს, არჩილ არველაძეს 3 ოქტომბრის არჩევნების შეფასება სთხოვა:

"შეფასებისგან თავს შევიკავებ, მიუხედავად იმისა, რომ 3 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში, ბევრი ისეთი ამბავი მოხდა, რაც გულს მტკენდა. მიმაჩნია, რომ ასეთი რაღაცები არ უნდა მომხდარიყო.

მთავარია, რომ მინდა, ლევანს გამარჯვება მივულოცო და ამ საპასუხისმგებლო პოსტზე წარმატებები ვუსურვო. ის თუ წარმატებული პრეზიდენტი იქნება, ეს მეც გამიხარდება და საქართველოსაც.

მთავარია, ბევრ მნიშვნელოვან გამოწვევასა და სირთულეს გაუძლოს. ეს მართლაც ურთულესი პოსტია, მით უფრო, საქართველოში", - ამბობს არველაძე.

საინტერესოა, აპირებენ თუ არა
არველაძეები სფფ-ის ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობას:

"მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებზე დიდი ემოციები და დაპირისპირება იყო, ადრე თუ გვიან ეს დაძაბულობა განიმუხტება.

ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ფეხბურთში კი შემთხვევითი ხალხი არ ვართ და დიდი სურვილი გვაქვს, მის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ ვითანამშრომლებთ თუ არა ახალ ხელმძღვანელობასთან, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
რამდენი გულბოროტი ადამიანი ამ ქვეყანაზე. ჯერ ერთი ადამიანის ლანძღვა, ისე რომ არც იცნობ არაკაცურია. თქვე მამაცხონებულებო, ქვეყანა თავზე დაგაფხრიწეს, გაგაბითურეს, გაგამასხარავეს და ხმა არ ამოგიღიათ, რას ეცით არველაძეებს. იგივე სცენარით იწყებთ, ძველის ლანძღვა, რა დაგვიტოვა, არაფერი გაუკეთებია და ა.შ.აჰა ბურთი და ჰა მოედანი. ხომ თქვენია, გააკეთეთ საქმე თუ შეგიძლიათ.რომ გირჩევენ მავანნი ყველა გაუშვითო, დამლაგებლებიც მათ შორისო, აბა თქვენ იცით.რარაც მეეჭვება, ფილმ ,,არასერიოზულ კაცში,, გია ფერაძე რომ იძახის ,,თქვენ სულ კარგად ბრძანდებოდეთ თქვენს ოჯახებში, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვაო''. კარგია თუ ვცდები. დრო გვიჩვენებს, რომელიც ძალიან ცოტა გაქვთ.
გიორგი
08 ოქტომბერი 2015 10:59
0
რა საქმის მკეთებლები ხართ, თქვენმა ფონდმა, შენი ძმია გენმდივნობა, ბავშვების გაყვანამ და წილებში ჩაჯდომამ კარგად დაგვანახა
^^+_
08 ოქტომბერი 2015 09:54
0
"თქვენი საქმის კეთება" და "პადიომნის" აღება საქვეყნო საქმის კეთება არაა; არც სფფ–ს ანგარიშიდან "სესხის " აღებაა მაინცდამაინს კაცური
+*
08 ოქტომბერი 2015 09:49
0
გულსატკენ მოქმედებებზე არველაძეების მხრიდა წუწუნი, სხვა თუ არაფერი უტიფრობაა.
ის 15, თუ 16 მხარდამჭერი რა მეთოდებით მოიპოვეთ, ხომ ყველამ ვიცით? ან სფფ–ს აღმასკომი რა ანეგდოტურ და უზნეო გადაწყვეტილებებს იღებდა თქვენს სასარგებლოდ, ესეც ხომ ცნობილია?
ბნელა?
08 ოქტომბერი 2015 09:36
0
არველაძეებს საქმის კეთება თუ გინდათ ერთ ქართულ კლუბს მიხედეთ მანდ გამოჩნდება რა შეგიძლიათ და თუ წარმატებას მიარწევთ შემდეგ არჩევნებში გულშემატკივრები თქვენ დაგიჭერთ მხარს
gogia
08 ოქტომბერი 2015 02:18
0
რამ გაგაბოროტატ ხალხო რა დააშავეს ამ ძმებმა ასეტ სიძულვილს რატო აჯგავნებტ შეგცხვეთ,ამათ ნამდვილად არ დაუქცევიათ ქართული ფეხბურთი,ქვეყანა იქცევა იმას მიხედეთ,გმერთმა ქნას კობიმ ააგორძინოს ფეხბურთი მაგრამ ნუ ილანძგებით
gulwematkivari
07 ოქტომბერი 2015 21:28
0
თქვენ საქმე უკვე გააკეთეთ, ახლა დაისვენეთ, კარგი?
003
07 ოქტომბერი 2015 20:20
0
არჩილ, შენთვის 3 ოქტომბერს უტკენია გული,თანაც ძალიან.ჩვენი გულისტკივილიც გეკითხა ძამიკო ერთხელ მაინც, ამდენი წლის განმავლობაში.
sake
07 ოქტომბერი 2015 17:09
0
აბა რა მე მჯერა, ამი შემდეგ მოტივაცია უფრო მოგეცემათ. კიდევ კარგი კობიმ მოიგო თორემ ამათ უკან ქინლქაძე და ათასი დახარბებული ხალხი იდგა ფიფას ედავებოდნენ ქონებას!!
gio
07 ოქტომბერი 2015 17:00
0
თუ წვლილის შეტანა გინდოდა აქამდე შეგეტანა შე დალოცვილო.
rolo
07 ოქტომბერი 2015 15:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული