[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 ოქტომბერს, თითქმის 8-საათიანი პერიპეტიების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ლევან კობიაშვილის არჩევამდე, მთელი დღის მანძილზე საარჩევნო პროცესი შეხლა-შემოხლისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

წინა ღამით დააკავეს ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი, რომელიც არველაძის მხარდამჭერად ითვლებოდა. მთელი დღის მანძილზე არველაძის მხარდამჭერები სწორედ მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, თუმცა გათავისუფლებულ გობეჯიშვილს უეფა-ს რეკომენდაციით არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა. საბოლოოდ, ლევან კობიაშვილის პრეზიდენტობას 18-მა დელეგატმა, არველაძეს კი - 15-მა დაუჭირა მხარი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელიც "ჰოლიდეი ინნ"-ში მობილურით ფარულადაა გადაღებული. კადრებში ჩანან, რევაზ
არველაძე, უეფა-ს ვიცე პრეზიდენტი გრიგორი სურკისი, ასევე არჩევნების დელეგატები.

"ჩემი მეგობარი გეგა ახლა ჩემ გამო ზის ციხეში. მისი ცოლი და პატარა ბიჭი ფეისბუქზე მწერენ: რეზო, შენ თუ მამაკაცი ხარ არ დანებდე, თუნდაც მამაჩემი იჯდეს ციხეში. გამოუშვით ეს ადამიანი... სანაცვლოდ, მოვილაპარაკეთ - წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ..." - ისმის ფარულ ჩანაწერში.
მკითხველის კომენტარები / 17 /
რატომ უნდა მოეგო 10 % რეიტინგის მქონე არველაძეს 85 %-იან კობიაშვილზე? 12 წელი ფედერაციაში მოკალათებული რომ იყო რა გააკეთა???
jorji
09:41 11-10-2015
0
წარსულში ჩარჩენილი ფუნქციონერი-კაი ბიჭი. და მისი მინიონები ყარყუმებივით რომ სხედან ფონზე! ამათ უნდა მოეხდინათ რეფორმები? ასეთები რომ იყვნენ და არიან ქართული ფეხბურთის სათავეებთან, მაგიტომაც ვართ ამ წუმპეში. კარგი ჭირი მოვიშორეთ.
ბონდო
02:55 11-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული