ლევან კობიაშვილის ვიზიტი ბერლინის "ჰერტაში"

AutoSharing Option
გერმანიაში მყოფი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ბერლინის "ჰერტას" ესტუმრა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი "ჰერტას" აკადემიაში იმყოფებოდა, სადაც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ 2014 წლიდან მენეჯერულ საქმიანობას ეწეოდა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მის ყოფილ კოლეგებს სამახსოვროდ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური გადასცა.

ლევან კობიაშვილი გერმანული კლუბების ბავშვთა საფეხბურთო აკადემიებთან აქტიურ თანამშრომლობას და ერთობლივად სხვადასხვა პროექტის განხორცილებას გეგმავს. საუბარია იმ კლუბებზე, რომლებსაც გერმანიის მასშტაბით ბავშვთა საფეხბურთო აკადემიების მართვის დიდი გამოცდილება აქვთ.

"ემოციურია ეს ყველაფერი ჩემთვის, იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში
ვთამაშობდი, შემდეგ კი ვმუშაობდი. დამთხვევაა პირველი ოფიციალური გასვლითი თამაში გერმანიაში და გუნდთან ერთად ყოფნა.

კარგი დახვედრა გვქონდა, ადამიანებს გაუხარდათ ჩემი ნახვა, მეც გამიხარდა ბევრი მათგანის ნახვა. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, რადგან ამ გუნდმა ძალიან ბევრი რამ მომცა, საფეხბურთო კარიერის დროს და მის შემდეგაც. ყოველთვის გვერდში მედგნენ, იყო საკმაოდ რთული პერიოდი და განსაკუთრებით მაშინ საკმაოდ დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი.

ყველა ის რესურსი, რაც გამაჩნია ქვეყნის ფარგლებს გარეთ და პირველ რიგში, ვგულისხმობ "ჰერტას", "ფრაიბურგს", "შალკეს", ასევე ურთიერთობას გერმანიის ფედერაციასთან, აუცილებლად საქართველოსთვის გამოვიყენებ.

ხშირად მქონია გერმანიის ფედერაციის წარმომადგენლებთან ამ თემებზე საუბარი. გერმანიის მხრიდან არის სურვილი, რომ გვერდში დაგვიდგნენ, პირველ რიგში, ბავშვა ფეხბურთის განვითარებაში, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშნველოვანია", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები ლევან
dato
19:26 11-10-2015
0
კარგია ლევან. კარგი დასაწყისია. ჯერ ბავშვთა ფეხბურთი გავაძლიეროთ და მერე ვიფიქროთ საკლუბო და სანაკრებო წარმარმატებებზე.
joni
20:03 11-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული