ანკარაში მომხდარმა ტერაქტმა ბათუმის "დინამოსა" და "რიზესფორის" სპარინგი ჩაშალა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" მოულოდნელი პრობლემები შეექმნა. ცნობილია, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის გამოყენება გადაწყვიტეს და "რიზესფორთან" შეხვედრა დაგეგმეს.

"რიზესფორი", სადაც საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა ძალამაძე თამაშობს, თურქეთის სუპერლიგაში მე-8 ადგილზეა.

...მაგრამ ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო რიზეში 11 ოქტომბრისთვის დაგეგმილი სპარინგი ჩაიშალა.

ეს ინფორმაცია ბათუმის "დინამოს" პრესსამსახურმა გაავრცელა:

"თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. შესაბამისად, თურქული მხარის თხოვნით, "რიზესფორსა"
და ბათუმის "დინამოს" შორის ამხანაგური შეხვედრა ნოემბრისთვის გადაიდო.

ბათუმის "დინამო" მწუხარებას გამოთქვამს ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულების გამო და თანაურგძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული