დღეს აღმასკომია: ლევან კობიაშვილი დავით მუჯირს წარადგენს?..

AutoSharing Option
დღეს, 15 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.

ამჯერადაც ეს ძველი შემადგენლობით მოხდება, რადგან 3 ოქტომბრის ყრილობას ახალი აღმასკომი არ აურჩევია. ახალი კი მხოლოდ მისი თავმჯდომარე, სფფ-ის ახალი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იქნება.

როგორც შევიტყვეთ, ამ სხდომაზე მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდება. პირველი იქნება ახალი გენერალური მდივნის დანიშვნა, ხოლო მეორე - რიგგარეშე ყრილობის მოწვევის საკითხია, სადაც აღმასკომის ახალი წევრები უნდა აირჩიონ.

სავარაუდოდ, რიგგარეშე ყრილობაზე სფფ-ში ახალი სუბიექტების გაწევრიანების საკითხსაც განიხილავენ.

ვინ იქნება ფეხბურთის ფედერაციის ახალი გენერალური მდივანი, ეს ჯერ საიდუმლოდ
რჩება. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობიაშვილი ამ პოსტზე ეროვნული ნაკრების ყოფილ შემტევს, დავით მუჯირს წარადგენს, რომელიც მისი მეგობარი და თანამოაზრეა. მაგრამ ამ თემაზე კომენტარს ჯერ არავინ აკეთებს.

ყველაფერზე პასუხი დღეს, 15 საათის შემდეგ გვეცოდინება, როცა ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყაველაშვილი, კვარაცხელია, პეტრიაშვილი - ესენი ერთად თუ შეიკვრებიან და დასაქმდებიან, შეიძლება გამოვიდეთ ამ ჭაობიდან.
გიო
11:35 13-10-2015
0
ვეთანხმები წინა კომენტარს,მაგრამ კობი როგორ ფიქრობს?
Vaxtang
13:06 13-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული