...და მეორე საკითხი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის ინიციატივით განიხილეს.
ამრიგად, დადასტურდა "ლელოს" გუშინდელ ნომერში გამოქვეყნებული ინფორმაცია - ვაკანტურ პოსტზე კობიაშვილმა აღმასკომს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის, დავით მუჯირის კანდიდატურა შესთავაზა. აღმასკომმა კობიაშვილის წინადადება დაამტკიცა.
რა კრიტერიუმით შეარჩია სფფ-ის ახალმა თავკაცმა მუჯირის კანდიდატურა? ამ კითხვით "ლელომ" თავად ფედერაციის
"შერჩევის კრიტერიუმი მხოლოდ ის კი არ იყო, რომ მუჯირი ჩემი გუნდის წევრია, არამედ ის, რომ დათო ღირსეული ადამიანია.
ეს არჩევანი გავაკეთე მისი პროფესიონალიზმიდან, საქმიდან, ფეხბურთის ერთგულებიდან და სიყვარულიდან გამომდინარე.
კარიერის დასრულების შემდეგ მას ჰქონდა საშუალება, სხვადასხვა კლუბში ემუშავა. მიხარია, რომ ის არის გენერალური მდივანი, რასაც აბსოლუტურად იმსახურებს", - გვითხრა კობიაშვილმა.
დავით მუჯირის დოსიე
დაიბადა 1978 წლის 2 იანვარს, თბილისში
პროფესიული კარიერა
1994-98 დინამო თბ. 59 (24)
1999 ლოკომოტივი თბ. 11 (0)
1999-2001 შერიფი 61 (29)
2001-05 შტურმი 106 (21)
2005-08 კრილია სოვეტოვი 44 (14)
2008-09 ლოკომოტივი მ. 24 (2)
2010 დინამო თბ. 12 (4)
2011 სანფრეჩე იაპ. 34 (6)
2011-12 ზესტაფონი 24 (3)
ეროვნული ნაკრები
1993 საქართველო U17 2 (0)
1994 საქართველო U19 2 (0)
1995-97 საქართველო U21 9 (2)
2003-08 საქართველო 26 (1)
სამწვრთნელო საქმიანობა
2012 ზესტაფონი მთ. მწვრთნელი
მენეჯერული საქმიანობა
2014-15 სამტრედია სპ. დირექტ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"