ლევან კობიაშვილი უეფას ოფიციალური ვიზიტით ეწვია

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში, უეფაში იმყოფება.

ლევან კობიაშვილი და ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ნიონში დღეს გაემგზავრნენ. უეფას შტაბ-ბინაში დაგეგმილ შეხვედრაზე უეფას წევრი 54 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები და გენერალური მდივნები მიიწვიეს.

ქართული დელეგაცია შვეიცარიაში სხვადასხვა რანგის შეხვედრებს გამართავს და საქართველოში ხვალ დაბრუნდება.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული