ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა

AutoSharing Option
გუშინ, 19 ოქტომბერს, ტელეკომპანია "TV პირველის" ეთერში ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ვაჟა ჟვანიამ, ბევრი უცნობი ამბავი გაამხილა - რატომ გადადგა პოსტიდან? რატომ დაუპირისპირდა რევაზ არველაძეს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ვეტერან ფეხბურთელთა კავშირმა წარადგინა? რას ეუბნებოდა უეფას ვიცე-პრეზიდენტი გრიგორი სურკისი ოთახში მყოფ პრეზიდენტობის კანდიდატს? რატომ უშვებენ თბილისში არალიცენზირებულ "ადიდასს"?..

ჟვანიამ არჩევნების პერიოდში არსებულ სიტუაციაზე ილაპარაკა და ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი სატელევიზიო დებატებში გამოიწვია...

- ...თავიდან ვიცოდით, რომ ვეტერანების 70 პროცენტი არველაძეს ემხრობოდა. საქართველოს სულ 33 დამსახურებული
ვეტერანი ჰყავს და 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე მათთან სატელეფონო ზარებით ვცდილობდი, გამერკვია, რეალურად, ვის ემხრობოდა უმრავლესობა. 80 პროცენტი კობიაშვილის მხარდამჭერი აღმოჩნდა. როცა მიზეზს ვეკითხებოდი, ამბობდნენ, რომ არველაძე მათ რაღაცებს ჰპირდებოდა...

მეორე მხრივ, კობიაშვილს კარგად არ იცნობდნენ, მაგრამ მისი სახით ქართულ ფეხბურთში სუფთა კაცი შემოდისო, მეუბნებოდნენ...

1-ელ ოქტომბერს, 12 საათის შემდეგ, დამიკავშირდა რეზო არველაძე და შევხვდი - ამ დროისთვის, ვეტერანების პოზიცია უკვე გამოკვეთილი იყო. მას ჰქონდა ნათქვამი, რომ თავის ამბავს გაარკვევდა.

მიმაჩნდა, რომ არ შეიძლებოდა ვეტერანების გახლეჩა და სახელმწიფოსთან დაპირისპირება - ეს არის დიდი მანქანა, რომლის გარეშეც ფეხბურთის განვითარება შეუძლებელია.

...არველაძის თქმით, ყრილობის წინა დღეს, 9 საათზე, მისი მომხრეები სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" იკრიბებოდნენ, მათზე ზეწოლა რომ არ მომხდარიყო. მაგრამ ვუთხარი, რომ სასტუმროში მიმსვლელი არ ვიყავი - 80 პროცენტი ხომ მხარს კობიაშვილს უჭერდა...

ჩვენმა კავშირმა არველაძე რომ წარადგინა, მაშინ მან ვითარება კარგად გამოიყენა, რადგან ვეტერანებს სახელმწიფო და მეორე მხარე არ ელაპარაკებოდა. მაგრამ წარდგენა ხმის მიცემას არ ნიშნავს. მერე კი იქითა მხარემ ვეტერანებს ქართული ფეხბურთის განვითარების უკეთესი გეგმა შესთავაზა...

თამადა მცხეთაში
- ...2 ოქტომბერს კობიაშვილის მომხრეებმა მცხეთაში, რესტორანში დამპატიჟეს და რასაკვირველია, წავედი. პოზიციის დაფიქსირებას ყრილობაზე, 5-წუთიან რეჟიმში ვაპირებდი და უკვე ღია ტექსტით ვიტყოდი, რატომ ვუჭერდით ვეტერანები მხარს კობიაშვილს და მის მხარეს 80 პროცენტი რა მიზეზებით მოხვდა. იცოდა თუ არა ეს არველაძემ? მე გეუბნებით, რომ იცოდა!..

2 ოქტომბერს, 9 საათზე, მცხეთაში მხვდება კობიაშვილის მომხრე 17 დელეგატი, მე ვიყავი მე-18. რომ იცოდეთ, რეალურად, 22-ე და 23-ეც იყვნენ, მაგრამ გამოჩენა არ უნდოდათ... მოერიდათ, შეეშინდათ...

სუფრაზე თამადა ვარ. ამ ვითარებას რომ გადავხედე, მივხვდი, ლევან კობიაშვილი მოგებული იყო და ბოლოს ასე დავლოცე -"ბეზ პიატი მინუტ" პრეზიდენტი ხარ და გილოცავ-მეთქი!..

ხელკავით გაყვანილი
- ...მეორე დღეს, ყრილობაზე, არველაძის მხარდამჭერები მხვდებიან და ამაზე მელაპარაკებიან. მათ რესტორნის ამბავზე აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია ჰქონდათ. ვუთხარი, მაცალეთ, გუშინაც ვთამაშობდი და დღესაც მთელი დღე ვთამაშობ-მეთქი.

ეს იმიტომ, რომ ვინც ვეტერანთა ნდობის მანდატი მომცა, იციან, მე სიტყვით გამოვალ, რომ მერე ჩემი პოზიცია არავის გაუკვირდეს. რეგისტრაციას გავდივარ და ამ დროს, ხელს მიყრიან და შევყავარ ოთახში, სადაც არველაძის 15 თუ 16 მომხრე იყო... აჟიოტაჟი ატყდა, ჟვანია შემოვიდაო. ვგრძნობ მზერებს აქედან, იქიდან, ქვემოდან... მერე სული დამიმძიმდა. ამბობენ, იქიდან გითვლიან, ჟვანია გამოათრიეთო... ან ამბობდნენ, ან - არა.

იმ ოთახიდან გარეთ ვერავინ გადის. თანაც, დელეგატი გობეჯიშვილი დაიჭირეს. მის გამოხსნაში მთელი თბილისია ჩართული - შავი, ყვითელი, წითელი... მე კი ვიცი, რომ იმათ (კობიაშვილის მხარეს) ეს არ აწყობს, რადგან 23:10-ს იგებს და რაში სჭირდებათ ერთი კაცის დაჭერა?

ვითარებას კარგად ვაკონტროლებ, ლევანის მხარე იგებს, იქით 17 დელეგატია, აქეთ - 15. მაგრამ ლეგიტიმაციისთვის საჭიროა 18. მე რომ გავიდე, ყრილობა უკვე ლეგიტიმურია. მაგრამ ვერ მივდივარ, სანამ ეს ადამიანი არ გათავისუფლდება, ნამუსი არ მიშვებს. მაშინ ვთქვი, ასეთი რამ არ გამიგია-მეთქი...

რომან ფიფიამ სწორი თქვა, ისინი იქ დაბმულები არიანო. იმ ოთახში ყოფნას არავის ვუსურვებ...

რეზიმ იცოდა, რომ აგებდა
- ...რეზიმ ცუდი თამაში დაიწყო გურიისა და რაჭის დელეგატებზე, მერე წავიდა და წავიდა... მაგრამ კობიაშვილის მხარემ ცუდ თამაშს ადეკვატური, წყნარი და სწორი პოზიცია დაუპირისპირა. შენ მოგება თუ გინდა, "ფეარ პლეის" პრინციპი უნდა დაიცვა, ფეხბურთი თაღლითურად არ გამოდის. მაშინ მეც ასე გეთამაშები. რა თამაშიც რეზიმ წარმოადგინა, პირადად მეც იმაში ავყევი. მას კი არ უღალატეს, მან თავის თავს უღალატა. მშვენივრად იცოდა, რომ აგებდა.

...ეს ამბავი 95-მა პროცენტმა არ იცის. სურკისი რეზის მომხრეების ოთახში რომ შევიდა, არველაძეს უთხრა: შენ თუ პრეზიდენტი გახდები, 12 გუნდი ჩემპიონატს ჩაშლის; მე რომ უეფაში ჩავალ, შენ მეგობარს დაკარგავ, საქართველო კი - ავტორიტეტს და გიღირს ასეთი პრეზიდენტობაო? რეზომ უპასუხა, "პერსონა ნონ გრატად" გინდათ გამომაცხადოთო?!


...არჩევნები რომ დაიწყო, ერთმა ახალგაზრდა კოლეგამ შემომძახა - "რამსები" აგერიაო და ბიულეტენი გავაფუჭე. დიახ, ის გაფუჭებული ჩემი ბიულეტენი იყო. მაგრამ ყრილობა დამთავრდა, კობიაშვილმა 18:15 მოიგო და რეზი ლევანს გადაეხვია...

რატომ წავედი კავშირიდან
- ...რაში დამჭირდა თამაში? მაშინ ვეტერანების 80 პროცენტს სად გავქცეოდი? მე ვერ დავიცავი მათი უმრავლესობის მანდატი და ვეტერანთა კავშირიდან ამიტომაც წავედი. ახლა სამართლებრივად, კულტურულად გავარკვევ ურთიერთობას რეზისთან და მის ძმებთან. მინდა გამოვააშკარავო, ვინ არის და რას წარმოადგენს რეზი არველაძე. სამივე არველაძესთან ტელედებატებზე მარტო დავჯდები.

...რაც გავაკეთე, არაფერზე უკანდამხევი არ ვარ. მინდა, საზოგადოებამ გაიგოს, რომ რეზი არველაძე არ არის დაჩაგრული, უბრალოდ, დაჩაგრულის მანტია მოისხა...

ყალბ "ადიდასზე" პასუხი ფეხბურთის ფედერაციას მოსთხოვეთ
- ..."ადიდასთან" მე რა შუაშია ვარ?! მე ვუკვეთავ, ვკერავ თუ რა?! მაშინ დაიჭირონ მთელი ვაგზლის ბაზრობა. ფედერაცია უკვეთავს პავლეს, მე ვარ შუამავალი და ვასრულებ ამ დავალებას. სფფ-მ სწორი გათვლა გააკეთა. 7 ნაკრებია და ყველა რომ მაღალი ხარისხის "ადიდასით" შეემოსა, უცხოეთში კოლოსალური ვალუტა გავიდოდა. ამიტომ ეკონომია გაკეთდა და გუნდები ადგილობრივი ნაწარმით შეიმოსა. სახელმწიფო ბიუჯეტში შედის მოგების გადასახადი, მშრომელი ხალხი იღებს ფულს, ოჯახები დასაქმებულია...

...ეს მეხება არა მე, არამედ - ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტის სამინისტროს, რადგან იაფი საქონელი ყველას ხელს აძლევდა. თუ დარღვევა იყო, გაარკვიონ და ვისზეც პასუხია მოსათხოვი, მოსთხოვონ!..


P.S. "ლელო" მზადაა, ტრიბუნა მეორე მხარესაც დაუთმოს.

ვაჟა ჟვანია: "არველაძეს კი არ უღალატეს, მან უღალატა საკუთარ თავს" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 30 /
ეს და ამისნაირი ვეტერანები უცებ იცვლიან ქურთუკს,სადაც ძალას ხედავენ იქეთ იხრებიან საკუთარი პრივილეგიების გამო!მიხვდა რომ რეზია ვერ მოიგებდა და უცებ დაბზრიალდა და ვითომ თავიდანვე კობის უჭერდა მხარს)))
G7
20 ოქტომბერი 2015 12:53
0
ვერა'ფერი ვერ გავიგე:))
13
20 ოქტომბერი 2015 12:53
0
რას ბოდიალობ, გვარს ნუ მირცხვენ!!!
ლაშა
20 ოქტომბერი 2015 12:49
0
ჟვანია,მოვა დრო და მოგეთხოვება ... პასუხი,შენ რა გინდა ვეტერანებში,რა ფეხბურთელი შენ იყავი,რა გაქვს ერთი მოგებული,გახსოვს შენი "კლიჩკა"გადაჭრილ ჟვანიას,რომ გიძახოდნენ,შენ რა გესაქმება ჩვენ დამსახურებულ ვეტერანებთან,მოვა შენი დრო,აღარ დარჩა ბევრი.
roma
20 ოქტომბერი 2015 12:45
0
აშკარაა, რომ ამ კაცმა ყველაფერი ანგარებით, სარგებელისთვის (რუსულ ჟარგონში ასეთ კაცს "ვიგოდნიკი" ერქვა) გააკეთა.
უცოდველი არავინაა ამ ქვეყნად, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ მას ეტყობა საკუთარი ცოდვები ავიწყდება. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ დღეს ძალიან ბევრს აქვს სირცხვილ-ნამუსის ძარღვი გაწყვეტილი შუბლზე!
shoda
20 ოქტომბერი 2015 12:35
0
რა იყო ეს?
რეზო
20 ოქტომბერი 2015 12:27
0
გულისამრევია, აი რა განსხვავებაა ამასა და რეგბისტებს შორის. ამ ტიპებისგან თუ არ დაიფერთხა ფედერაცია წინ ვერ წავა საქმე
vakho
20 ოქტომბერი 2015 12:23
0
კობის ვულოცავ, მაგრამ ასეთი ... მართლა არ უნდა ქართულ ფეხბურთს (მე რა რომ "ვეტერანი ფეხბურთელია"
dato
20 ოქტომბერი 2015 12:22
0
იმდენი არაკაცი მინახავს, ძნელია ჩემი გაკვირვება, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველ მამაკაცებს სორის არიან ასეთი კაცებიც...
მომწონს ლევან კობიაშვილი, მაგრამ...
20 ოქტომბერი 2015 12:20
0
მთვრალზე აიღეთ ინტერვიუ? რეებს ბჟუტურებს? დაბლოკეთ აბა თქვენ იცით
შაკო
20 ოქტომბერი 2015 12:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული