ფერნანდო იერო: საქართველოში ყოფნის პერიოდს ნაყოფიერად გამოვიყენებ

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფერნანდო იერო თბილისშია - ესპანელი ვეტერანი დღეს, გამთენიისას ჩამოფრინდა საქართველოს დედაქალაქში. სტუმარს "საბურთალოს" კლუბის ხელმძღვანელები - გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი კახა კაშია და მასმედიის წარმომადგენლები დახვდნენ.

მადრიდის "რეალის" ყოფილი ცენტრალური მცველი მცირე კომენტარით შემოიფარგლა:

"მოხარული ვარ, რომ საქართველოში "საბურთალოს" მოწვევით ჩემს მეგობრებთან ჩამოვედი. მე და კლუბის გენერალური დირექტორი რამდენიმე კვირის წინ მადრიდში შევხვდით, სადაც საინტერესო საუბარი შედგა.

გავეცნობი კლუბის ხედვას, რა გეგმები აქვთ მომავალში და როგორ აპირებენ განვითარებას; შევხვდები აკადემიის ხელმძღვანელს. დავესწრები უეფას ახალგაზრდული ლიგის
მატჩს თბილისური კლუბის მონაწილეობით. მექნება სხვადასხვა საინტერესო შეხვედრა. ვფიქრობ, ამ ორ დღეს ნაყოფიერად გამოვიყენებთ", - განმარტა ფერნანდო იერომ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი "საბურთალოს" მოწვევითა და კლუბის უახლოესი ბიზნესმენი მეგობრის ხელშეწყობით ჩამოვიდა საქართველოში. 21 ოქტომბერს დაგეგმილია ფერნანდო იეროსა და მასმედიის წარმომადგენლების შეხვედრა.

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
კაცი ლეგენდა!!!
ლაშა
16:44 20-10-2015
0
ძალიან მაგარი კაცი და ფეხბურთელი, ჩემი საყვარელუ გუნდის ყველაზე მაგარი კაპიტანი, ცენტრალურ მცველს, გინდა კლუბში გინდა ნაკრებში რაც ამას გოლები აქვს გატანილი, დღევანდელ ჩვენს თავდასხმელებს რომ ქონდეთ, არცერთ დიდ ფორუმს აღარ გამოტოვებდა ჩვენი ნაკრები
llcl
17:23 20-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული