საბურთალო VS მიდტიულანდი - ვუქომაგოთ "საბურთალოს" ვაკეში!

AutoSharing Option
დღეს უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩია: პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "საბურთალო" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დანიურ "მიდტიულანდს" დაუპირისპირდება.

მატჩი 19:00 საათზეა და მასზე დასწრება უფასოა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა დანიაში სამი კვირის წინათ 1:3 წააგო და დღეს რევანშის აღებას (თან სასურველი ანგარიშით) შეეცდება.

"საბურთალოს" უკვე გამოუჯანმრთელდნენ მარცხენა მცველი ცოტნე ნადარაია და ცენტრალური ნახევარმცველი, გუნდის ლიდერი და კაპიტანი გიორგი ხარაიშვილი.

თბილისური კლუბის მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს განაცხადში სამი 1996 წელს დაბადებული მოთამაშის შეყვანის უფლება აქვს. ასეთი კი "საბურთალოში" ხუთია, მაგრამ განაცხადში ვერ
შეიყვანეს ირაკლი რუხაძე და გიორგი ხორხელი.

დანიელების წინააღმდეგ კი ითამაშებენ ზემოთ ნახსენები ხარაიშვილი და ცენტრალური და მარჯვენა მცველები - გოგა ჩაბრაძე და გაგი მარგველაშვილი.

"სამწუხაროა, რომ განაცხადში რუხაძისა და ხორხელის შეყვანას ვერ ვახერხებთ. ნადარაიასა და ხარაიშვილს მიკროტრავმები კი აწუხებთ, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი თამაშია, რომ ორივე მოედანზე გავა და ბოლომდე დაიხარჯება", - ამბობს ჭიაბრიშვილი.

20 ოქტომბერს "მიხეილ მესხზე" გუნდი ჭიაბრიშვილმაც ავარჯიშა, ხოლო შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკეთა:

"მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებით. გუნდში კარგი განწყობაა. ზედმეტი მოლოდინის შექმნა არ მსურს და ამიტომ ვერაფერს დაგპირდებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა რეალურია.

იმედი გვაქვს გულშემატკივრების, რომელთა მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

...ხშირად ლაპარაკობენ ქართველი ფეხბურთელების ფიზიკურ მოუმზადებლობაზე. ეს პრობლემა ჩემს გუნდში არ დგას, მაგრამ პირველ მატჩში "მიდტიულანდი" უფრო სწრაფად და "მეორე სართულზე" უკეთ მოქმედებდა. დანიელი ფეხბურთელები ათლეტურები არიან, მაგრამ ამ პრობლემას ვერაფერს მოვუხერხებთ, რადგან მათ განსხვავებული გენეტიკა აქვთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მსოფლიო ჩემპიონები ესპანელები, არგენტინელები, ურუგვაელები ქართველებს გენეტიკით ძალიან გვანან.
Anzori
15:42 21-10-2015
0
გენეტიკა კი არა სწრაფი, სხარტი შეტევები აქვთ. ჩვენები კი ზედმეტად ინდივიდუალურად თამაშობენ ანუ ტემპი არ გვაქვს. ჰოდა ამიტომ მოგვიგებენ და ამოტომაც გვიგებენ ყველგან.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული