"ადიდასის" წარმომადგენელი: ვაჟა ჟვანიამ ყველაფერი აღიარა

AutoSharing Option
ტელეკომპანია "TV პირველის" ეთერში ვეტერანთა კავშირის ყოფილმა თავმჯდომარე ვაჟა ჟვანიამ ბევრ უცნობ ფაქტზე ილაპარაკა. ერთ-ერთი საკითხი შეეხო კომპანია "ადიდასის" ეკიპირების საქართველოს ნაკრებში არალიცენზირებულ გამოყენებას.


შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე ეს პრობლემა სტუდია "რეპორტიორში" გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში "ადიდასის" წარმომადგენელმა გიორგი გოგოლაძემ წამოჭრა.

გერმანული სპორტული პროდუქციის მწარმოებელ კომპანია "ადიდასის" ინტერესებს საქართველოში სწორედ მისი კომპანია "გეოფისი" წარმოადგენს. გოგოლაძემ ილაპარაკა, რომ სფფ "ადიდასის" სასაქონლო (სავაჭრო) ნიშანს უკანონოდ იყენებდა და რომ ამაზე გერმანული კომპანიის რეგიონული ოფისიც
ინფორმირებულია.

მისივე თქმით, თბილისში, იამანიძის ქუჩაზე მდებარე სამკერვალო "ცეხში" დამზადებული "ადიდასის" ნიშნიანი ფორმით იმოსებოდნენ 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები, ქალთა ნაკრები და სფფ-ის აკადემიის გუნდები.

მან ფალსიფიცირებული "ადიდასების" გასაღების ხელშემწყობად საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ვაჟა ჟვანია დაასახელა.


"ადიდასთან" მე რა შუაშია ვარ, მე ვუკვეთავ, ვკერავ თუ რა? მაშინ დაიჭირონ მთელი ვაგზლის ბაზრობა. ფედერაცია უკვეთავს პავლეს, მე ვარ შუამავალი და ვასრულებ ამ დავალებას. სფფ-მ სწორი გათვლა გააკეთა. 7 ნაკრებია და ყველა რომ მაღალი ხარისხის "ადიდასით" შეემოსა, უცხოეთში კოლოსალური ვალუტა გავიდოდა.

ამიტომ ეკონომია გაკეთდა და გუნდები ადგილობრივი ბაზრის ნაწარმით შემოსა. სახელმწიფოში შედის მოგების გადასახადი, მშრომელი ხალხი იღებს ფულს, ოჯახები დასაქმებულია...

ეს მეხება არა მე, არამედ ფეხბურთის ფედერაციას და სპორტის სამინისტროს, რადგან იაფი საქონელი ყველას აწყობდა. თუ დარღვევა იყო, გაარკვიონ და ვისზეც პასუხია მოსათხოვი, მოსთხოვონ", - განაცხადა ჟვანიამ ტელეკომპანია "TV პირველის" ეთერში.

"ლელო" კომენტარისთვის გიორგი გოგოლაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, მომხდარის გამო სფფ-ს პრობლემები უკვე შეექმნა.

"როცა ეს ფაქტები შევიტყვეთ და ფეხბურთის ფედერაციას არალიცენზირებული "ადიდასის" გამოყენების შეწყვეტისკენ მოვუწოდეთ, მაშინ ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი გვქონდა. ეს ყველაფერი ჟვანიამ თავად აღიარა. რომ იცოდეთ, ამიტომ შეექმნათ 17-წლამდელ და ქალთა ნაკრებებს უცხოეთში შესარჩევ ეტაპზე გამგზავრებამდე პრობლემები, რაზეც ლევან კობიაშვილმა ბოლო პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. რა თქმა უნდა, ამაზე მე ძალიან ვწუხვარ, მაგრამ "ადიდასი" უეფასა და ფიფას პარტნიორია და მასთან გაფორმებული კონტრაქტის პირობები უნდა დავიცვათ.
ნაკრებები კი სარდაფებში შეკერილი ფორმებით არ უნდა იმოსებოდნენ", - ამბობს გოგოლაძე.

საქართველოში "ადიდასის" წარმომადგენელი სხვა თემითაც დაინტერესდა:

"სხვათა შორის, ჟვანიას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, როცა ამბობს, რომ ამით, ფედერაციასთან ერთად, სპორტის სამინისტროც სარგებლობდა. პირდაპირ ვამბობ, რომ სამინისტროსგან მსგავსი ფაქტები არ დაფიქსირებულა. ისიც ტყუილია, თითქოს, "ადიდასის" საქართველოში დამზადებით უდიდესი შემოსავალი რჩებოდა.

მე სხვა რამ მაინტერესებს: როცა ფედერაციის მიერ ფინანსების გაუგებარ ხარჯვაზეა ლაპარაკი, ყალბი "ადიდასების" შესყიდვაზე რა თანხები ჩაიწერა. ვფიქრობ, ასეთი კითხვის დასმის უფლება მაქვს, რადგან მეეჭვება, რომ სერიოზული დარღვევები ხდებოდა".

გოგოლაძე ამბობს, რომ "ადიდასის" წარმომადგენლობაში საკითხის მოგვარებას ცდილობს:

"მე პრესკონფერენცია რომ გავმართე, მაშინ მიზანი ის იყო, საქართველო შარში არ გახვეულიყო.

ახლაც იგივე მიზანი მამოძრავებს, მით უფრო, რომ ფედერაციის ახალი ხელმძღვანელები ძველების საქციელის გამო არ უნდა დაისაჯონ.

უახლოეს დღეებში მსურს სფფ-ის ხელმძღვანელებს შევხვდე. იმედია, ფორმებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში დავეხმარები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჟვანიას პასუხი მამალს დააყივლებს, ყოველგვარ ნორმებსაა გამცდარი! დალოცვილო, ვაგზლის ბაზრობასა და ფედერაციას შორის განსხვავებას ვერ ხედავ? მე შემიძლია ვიყიდო ვაგზალზე ვითომ რეიტუზი, პასუხისმგებლობა ჩემზე არაა, მაგრამ რომ შევიმოსო და ოფიციალურად გავიდე ღონისძიებაზე, უკვე დამნაშავე ვარ, რა არის გაუგებარი?
giorgi
18:40 22-10-2015
0
არ ქრცხვენიატ!? ამდენი სიბინზურე ხდება და ხდებოდა ამდენი ცლები კობიმ სჰეცვალა ორ დგესჰი ყველაფერი?
tengo
22:05 22-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული