მატჩისშემდგომ კომენტარში საბურთალოელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა წაგება საკუთარ თავზე აიღო.
"თავიდან ცუდად არ დაგვიწყია და ისე მიდიოდა თამაში, მინიმუმ არ უნდა წაგვეგო. თუმცა მნიშვნელობა არ ჰქონდა, წავაგებდით თუ სხვა არასასურველი შედეგით დასრულდებოდა თამაში. შვებას ფრეც ვერ მომგვრიდა, რადგან მიზნად შემდგომ ეტაპზე გასვლა გვქონდა დასახული.
ორი გაშვებული გოლის შემდეგ მოვეშვით და ისეთი შემართებით აღარ ვთამაშობდით. დაცვაც ისეთივე ორგანიზებული აღარ
გვქონდა მომენტების რეალიზაციის პრობლემა. მაგრამ რაც მოხდა, ამაში ბიჭებს ვერ გავამტყუნებ - მადლობა მათ, წაგებას კი ჩემს თავზე ვიღებ", - ამბობს ჭიაბრიშვილი.
რა დააკლდა გუნდს? გამოცდილება თუ კლასი? ჭიაბრიშვილი ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა ჩვენი ფეხბურთის დაბალი დონეა:
"პირველ ტაიმში ისე ვითამაშეთ, რომ კლასის ნაკლებობაზე ლაპარაკი უადგილო მგონია. ასეთ მეტოქეებთან ხშირად რომ ვთამაშობდეთ, დანიურ ბარიერს დავძლევდით.
ჩვენი გუნდის ბირთვი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობს, მაგრამ ზოგიერთი პოზიცია ფიზიკურად ვერ შევავსეთ. უბრალოდ, საქართველოში, შესაძლოა, მეტოქეს არ გაჰყვე, ვერ გაიტანო და გეპატიოს. აქ ასე არაა, 90 წუთი მობილიზებული უნდა იყო".
"საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელები გადაიღალნენ:
"სამწუხაროდ, მოთამაშეები სასურველ კონდიციებამდე ვერ მივიყვანე. ტრავმები რომ ნაკლები ყოფილიყო... ფაქტია, რომ უმაღლესი ლიგის მატჩები ბიჭებს უდიდეს ენერგიას აცლის, მაგრამ ამოსუნთქვის საშუალება ვერ მივეცი.
ისეც ხდება, როცა შენი დღე არ არის... დანიელებთან ჩვენ სწორედ ეს დაგვემართა. თითქმის არაფერი გამოგვდიოდა, მაშინ, როცა მეტოქემ ლამის პირველივე შეტევით გაგვიტანა.
სტატისტიკა მაინც ჩვენი იყო, მაგრამ რეალობა სხვაა - თბილისში "მიდტიულანდმა" გაიმარჯვა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელები გადაიღალნენ:"სამწუხაროდ, მოთამაშეები სასურველ კონდიციებამდე ვერ მივიყვანე. ტრავმები რომ ნაკლები ყოფილიყო... ფაქტია, რომ უმაღლესი ლიგის მატჩები ბიჭებს უდიდეს ენერგიას აცლის, მაგრამ ამოსუნთქვის საშუალება ვერ მივეცი".
"ისეც ხდება, როცა შენი დღე არ არის... დანიელებთან ჩვენ სწორედ ეს დაგვემართა".
"თითქმის არაფერი გამოგვდიოდა, მაშინ, როცა მეტოქემ ლამის პირველივე შეტევით გაგვიტანა".
როდესაც მიზეზები ცნობილია მათი გამოსწორება ბევრად ადვილია!წარმატებები!!!!