"უკვე მეორე წელია, რაც იტალიაში წამოვედი და ვერონასთან ახლოს პატარა ქალაქ ტრენტოში ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და ვსწავლობ. ფეხბურთსაც არ ვეშვები. ტრენტოს სამოყვარულო ლიგის გუნდი ჰყავს, სადაც ვთამაშობ. მაგრამ მომავალზე ფიქრი საჭიროა და სწავლაზე ყურადღება ამიტომ გადავიტანე", - ამბობს სეთურიძე.
ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ საინტერესო კავშირები დაამყარა:
"ჩემი მეგობარია ლევან ლალიანი, რომელიც "გაგრას" კაპიტანი იყო. იქიდან
ორი დღის წინათ, "ვერონას" პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორს შევხვდი და ქართულ კლუბებთან თანამშრომლობის რამდენიმე ვარიანტი შევთავაზე. ისინი დაინტერესდნენ, როცა ჩვენი გეგმა გავაცანი და ახლა მათი და ერთ-ერთი ქართული კლუბის მოლაპარაკებას ვამთავრებთ.
ასე რომ, შესაძლოა, მალე იტალიელები საქართველოში ჩამოვიყვანოთ და ერთ-ერთ კლუბთან პარტნიორობა დაიწყონ. ასეთი თანამშრომლობა არც ერთ ქართულ კლუბს არ აწყენს. აქ ვცხოვრობ და მინდა, ეს კავშირები ჩვენს ფეხბურთს მოვახმარო".
სეთურიძის თქმით, მოლაპარაკება მხოლოდ ფეხბურთელების იტალიაში წაყვანას არ ითვალისწინებს:
"ვერონა" ტრადიციული და საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე კლუბია, სერიოზული სამწვრთნელო შტაბი, განათლებული მენეჯერები და სპეციალისტები ჰყავს. თუ ურთიერთობა აეწყობა, მათი გამოცდილება და ცოდნა ბევრი მიმართულებით შეიძლება გამოვიყენოთ".
როგორც გავარკვიეთ, სეთურიძეს სხვა გეგმებიც აქვს:
"ლევან ლალიანთან ერთად, ვაპირებ საფეხბურთო ორგანიზაციის დარეგისტრირებას. ლევანი საბერძნეთში სპორტის მენეჯმენტს სწავლობს, მეც იტალიაში ამავე პროფილით ვსწავლობ. დეკემბერში საქართველოში ჩამოვალთ და საზოგადოებას ამ ორგანიზაციის მიზანსა და ხედვებს გავაცნობთ.
პროგრამაზე უკვე ვმუშაობთ, რაშიც ბერძენი და იტალიელი სპეციალისტები გვეხმარებიან. ვფიქრობ, ამ მიმართულებით საქართველოში დიდი ცვლილებების დრო დადგა.
მესმის, რომ ახალგაზრდები და გამოუცდელები ვართ, მაგრამ საქმე ახლა თუ არ დავიწყეთ და არ გავაკეთეთ, ყოველთვის გამოუცდელებად დავრჩებით, ქართული სპორტის მენეჯმენტი კი უკეთესობის სურვილს გვიჩენს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"