სფფ-ის მედიადეპარტამენტში ცვლილებები განხორციელდა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სტრუქტურული ცვლილებების პირველი ეტაპი დაიწყო, რაც გულისხმობს სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობაში გარკვეული სიახლეების დანერგვას.

ცვლილებები უკვე განხორციელდა სფფ-ის მედიადეპარტამენტში. ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ჩვენი თამაში" და ყოველთვიური საფეხბურთო ჟურნალი "Number One" ნოემბრის თვიდან აღარ გამოვა.

2016 წლის იანვრიდან ფეხბურთის ფედერაციის მედიადეპარტამენტი ბეჭდური მიმართულებით სხვადასხვა სიახლეს შემოგთავაზებთ, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იქნება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციასა და მის განვითარებაზე.

გაწეული სამუშაოსთვის სფფ მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს თითოეულ ჟურნალისტს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ გამოცემებში მუშაობდა.

ასევე, სფფ მადლობას უხდის
მკითხველს. 2016 წლიდან სფფ-ის ბეჭდური პროექტი მკითხველს ახალი ფორმატით დაუბრუნდება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
გასაყრელია მანდ 90 %
ვაკო
15:35 02-11-2015
0
ჯიბის მწერლები რო გაყარეთ მიველასმები ყველა ეტენებოდა სფფ-ს . საღოლ კობი
malagura
16:36 02-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული