ვწერდით - "კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ შემადგენლობას პრინციპულობა აკლდა, რადგან აღმასკომის სხდომის შემდეგ გამოტანილი ინფორმაციით, მისმა წევრებმა, რომლებიც ერთი თვის წინათ ლევან კობიაშვილსა და მის მომხრეებს გამწარებულები ებრძოდნენ, ახლა ამ ბრძოლის ერთ-ერთი მოთავის, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტ გია ფირცხალავას პოსტიდან გაშვებას ხელი ერთსულოვნად მოაწერეს".
ებრალიძე კი ამბობს, რომ ფირცხალავას გადაყენებას არ დაეთანხმა:
"ამ
ლევან კობიაშვილმა და დავით მუჯირმა გვაცნობეს, რომ ფირცხალავა ფედერაციაში მივიდა, მათ დაემშვიდობა და თანამდებობიდან წავიდა. მაგრამ ფორმალური მხარე იყო მოსაგვარებელი, რადგან ამის თაობაზე ფირცხალავას ოფიციალური წერილით არ მიუმართავს. ამიტომ მოგვმართეს, რომ ეს საკითხი იურიდიულად დაგვესრულებინა - აღმასკომს ვიცე-პრეზიდენტის მოხსნის უფლება გააჩნია.
მაგრამ მე კითხვები დავსვი და ვთქვი - რადგან კაცმა წასვლა ისურვა, აჯობებდა, მას დავკავშირებოდით და წასვლაზე განცხადება თავად დაეწერა და არ გაგვეთავისუფლებინა. იგივე აზრი გამოხატა ალექსანდრე ჩივაძემ. ასე რომ, უპრინციპობის ბრალდებას მე ვერ მივიღებ.
საერთოდ, მიმაჩნია, რომ ფედერაციის ძველი შემადგენლობა აღმასკომის ახალ შემადგენლობას უნდა გაეთავისუფლებინა", - მიაჩნია ებრალიძეს.
შეგახსენებთ, რომ მან გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა:
"ჯერ არ ვიცი, რა საქმიანობას დავიწყებ. გურიის ფედერაციის პრეზიდენტი აღარ ვარ, ეს სფფ-ის ახალ ხელმძღვანელებს აღმასკომზე ვუთხარი, დავემშვიდობე და წარმატებები ვუსურვე.
არ ვარ ის კაცი, რომელიც ყოველთვის სკამთან მისასვლელი გზების ძიებაშია.
სამწუხაროდ, რეგიონის საფეხბურთო სამყაროშიც ისეთი ვითარებაა, ეტყობა, მათთვის მე მიუღებელი ვარ. რას ვიზამთ, გურიის ფეხბურთი ჩემი მისვლით არ დაქცეულა და მით უფრო, არც ჩემი წასვლით დაიქცევა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
შენნაირად ვერავინ მოიქცევა ყველა სკამს უფრთხილდება ძველი გუნდიდან. კაცი ხარ კაცი ძამა