"მარგვეთი 2006": მცირე პერიოდში ეს ძალიან სერიოზული პროგრესია...

AutoSharing Option
ერთ დროს ზესტაფონის "მარგვეთი" ქართული ფეხბურთის ლიდერებს შორის იყო და უეფას თასზეც ითამაშა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ეს წარმატება გუნდის წინსვლის საფუძველი გამხდარიყო, მის პრეზიდენტ ვასილ ხაჭაპურიძეს გვერდით არავინ დაუდგა, ფინანსური პრობლემები შეექმნა და ბოლოს გუნდი დაიშალა...

მისი ადგილი კი ილია კოკაიას "ზესტაფონმა" დაიკავა, რომელმაც ქართულ ფეხბურთს ლამაზი 10-წლიანი პერიოდი და წარმატებები აჩუქა. მაგრამ ეტყობა, ამ ქალაქში ორ გუნდს ერთად არსებობა არ უწერია.

"მარგვეთი" 2006 წელს აღდგა, მაგრამ სერიოზული მიზნები მხოლოდ ახლა გაუჩნ
და. პარალელურად, "ზესტაფონი" ფეხბურთის ფედერაციამ მეორე ლიგაში დააქვეითა და ჯერაც უცნობია, მისი მეპატრონე კოკაია გუნდს დიდ სარბიელზე როდის დააბრუნებს...

ამასობაში, "მარგვეთი 2006" მოღონიერდა და პირველ ლიგაში გადასვლას უმიზნებს - 10 ტურის შემდეგ თამაზ გაბრიჭიძის გაწვრთნილებმა მეორე ლიგის დასავლეთ ზონაში 24 ქულა დააგროვეს და ლიდერ ვანის "სულორს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.

Sportall.Geზესტაფონელთა სპორტული მენეჯერი მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ "მარგვეთი 2006" გაძლიერდება და წინსვლას მოახერხებს.

"გუნდის ფეხზე დასაყენებლად ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ბევრ რამეს აკეთებს. იანვრამდე 100 ათასი ლარი გამოგვიყვეს, საიდანაც 70 ათასი ლარი რეგიონული ლიგის "მარგვეთი 2006"-ს მოხმარდება, 30 ათასი ლარი კი - საფეხბურთო სკოლას.

ეს არსებობისთვის საკმაოდ ნორმალური თანხაა. ყურადღება რომ არის და გვეხმარებიან, ამის შედეგია, მეორე ლიგაში მეორე ადგილზე რომ დავწინაურდით და პირველში გადასვლის რეალური იმედი გაგვიჩნდა; პლუს ამას, ბავშვებშიც პროგრესი გამოჩნდა", - ამბობს მდინარაძე.

მარგველთა სპორტული მენეჯერი იმედოვნებს, რომ საფეხბურთო სკოლა კარგ თაობებს გაზრდის:

"რაც მთავარია, "მარგვეთი 2006"-ს ზურგს უმაგრებს საფეხბურთო სკოლა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში მონაწილეობს. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ "ზესტაფონის" გაჩერება რაიონის საფეხბურთო მდგომარეობაზე ძალიან უარყოფითად აისახა - უმაღლესი ლიგის გუნდი აღარ დაგვრჩა, ბევრი მშობელი იმედგაცრუებული იყო და ბავშვები მეზობელი რაიონების გუნდებში თუ თბილისში წაიყვანეს.

მაგრამ "მარგვეთის" საფეხბურთო სკოლა მთელი ძალით რომ ამუშავდა, ბავშვების რაოდენობა ისევ გაიზარდა. ეს იმიტომ, რომ კლუბმა დაფინანსება აზრიანად გამოიყენა - ბავშვები უფასოდ ვარჯიშობენ, ეს კი ფეხბურთის მასობრიობის უპირველესი გარანტიაა. ადრე თუ 150 ბავშვი ვარჯიშობდა, ბოლო მონაცემებით, ეს ციფრი 268-მდე გაიზარდა.

მერწმუნეთ, მცირე პერიოდში ეს რაიონისთვის ძალიან სერიოზული პროგრესია".

მდინარაძის თქმით, საფეხბურთო სკოლის ინფრასტრუქტურა მალე გაუმჯობესდება:

"მუნიციპალიტეტი რომ გვეხმარება, ეს გუნდსაც დაეტყო, საფეხბურთო სკოლაც და ინფრასტრუქტურაც მალე მოწესრიგდება.

ბავშვების რაოდენობის გაზრდის გამო მოედნები ისე დაიტვირთა, ყველა მსურველს ვეღარ აუდის. ამის გამო რაიონის ხელმძღვანელობამ ახალი ხელოვნურსაფარიანი მოედნის დაგება გადაწყვიტა. ზესტაფონის 2016 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია არასტანდარტული (60/40) მოედნის მოწყობა, სადაც განათების სისტემასაც დაამონტაჟებენ და ვარჯიში საღამოთიც შესაძლებელი იქნება. მომავალი წლისთვის კი, სავარაუდოდ, ბიუჯეტი გაორმაგდება.

ვფიქრობთ, ასეთი მიდგომა "მარგვეთსაც" ძალიან წაადგება და ზესტაფონში - ფეხბურთის წინსვლასაც".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
მარტო ამათ ჯინზე დაბრუნდი! მე ზესტაფონის ქომაგი ვარ და კრიტიკაც არ მოგკლებია ჩემგან, მაგრამ ახლა ყველაზე მაგრად ჭირდებით ზესტაფონს და უნდა დაბრუნდეთ! პ.ს იკითხეთ, ვის სტადიონზე თამაშობს მარგვეთი?
ilia kokaias!
18:12 06-11-2015
0
ძალიან ბევრი კი გიწერა, თან ჩემს გასაგონად, მარა რა გინდა რომ მIთხრა, მაინც ვერ გავიგე.
გივია თარგამაძის მიერ თავის ახლობლების დასაპურებლად შექმნილი გუნდი, რომელიც ჩემი საყვარელი მარგვეთისთვის მოპარული ლოგოთი თამაშობს, გინდა რომ შემაყვარო?
არც მიყვარს და არ მეყვარება!
სტადიონს რაც შეეხება, თავის სტდიონზე გათამაშებთ ზესტა, ოღონდ აგერ თქვენს მენეჯერს ერთი მადლიერი სიტყვა არ უთქვია ამის შესახებ
vasilich
17:51 10-11-2015
0

სიახლეები პოპულარული