შოთა არველაძე "ტრაბზონსფორის" მწვრთნელი აღარაა

AutoSharing Option
შოთა არველაძე თურქული "ტრაბზონსფორის" მწვრთნელი აღარაა. ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ქართველი სპეციალისტის გუნდიდან წასვლა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყდა.

დროებით "ტრაბზონს" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გაწვრთნის.

არველაძემ "ტრაბზონსპორი" 2015 წლის ივლისში ჩაიბარა. ბოლო დროს კლუბს კრიზისი ჰქონდა - უკანასკნელი 7 მატჩიდან 5 წააგო და 11 ტურის შემდეგ 14 ქულით თურქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზეა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
დანიშვნისას ვთქვი, რომ ეს სპეციალისტი არ არის და ამ გუნდსაც დააქცევს მეთქი და წამოვიდა ლანძღვა, საინტერესოა ახლა, რას იტყვით არველაძეების ფანებო.
0
შოთა რაც არ არის შენი საქმე უნდა დაანებო თავი.
მიულერი
10:59 12-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული