თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე განათება დამონტაჟდა

AutoSharing Option
თბილისის ზღვაზე მშენებარე "ზესტაფონის" ბაზაზე დიდი ამბავია. იქაურ მინდვრებსა და მათ ევროსტანდარტებთან შესაბამისობაზე ადრეც გვეწერა. ახლა კიდევ რამდენიმე საინტერესო სიახლეს შევეხებით.

ბაზაზე დამონტაჟდა განათება, რაც, ამიერიდან, იქ ღამით ვარჯიშისა და თამაშის საშუალებას იძლევა. ჩვენი ინფორმაციით, თბილისში გასამართავი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მონაწილე ნაკრებები სწორედ "ზესტაფონის" ბაზაზე ვარჯიშობენ.

ამ კლუბის ბაზა უკვე არაერთხელ გამოიყენეს ქართულმა გუნდებმა.

ალბათ, მალე მოვა დრო, როცა ამ ბაზაზე თვითონ "ზესტაფონიც" ივარჯიშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამონათება...
ირაკლი აფხაიძე
13:11 12-11-2015
0

სიახლეები პოპულარული