ბათუმის "დინამოს" ნიკა ძალამიძემაც გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმის "დინამო" მეზობელ თურქეთს ესტუმრა და ამ ქვეყნის სუპერლიგის კლუბ "რიზესფორთან" ჯერ კიდევ ოქტომბერში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

საინტერესოა, რომ სანაკრებო პაუზამდე "რიზესფორმა" სუპერლიგის მატჩში "გალათასარაის" უმასპინძლა და 4:3 დაამარცხა.

ამ გუნდშია კამერუნის ნაკრების მეკარე შარლ იტანჯე. "ლივერპულის" ყოფილმა კიპერმა ბათუმელებთან შეცვლაზე ითამაშა. წლეულს ამ გუნდში გადავიდა საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე.

თურქებმა 5:2 მოიგეს და ერთი გოლი ძალამიძემაც გაიტანა. 56-ე წუთზე მან ზუსტად დაარტყა და ანგარიში 4:1 გახადა.

ბათუმელთაგან ორივე გოლი პაპუნა ფონიავამ შეაგდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული