ორი ტაიმი დაუღლელად - გუჯა კახაძის მიერ შემუშავებული მეთოდიკის "საიდუმლო"

AutoSharing Option
ქართულ გუნდებს არაერთი პრობლემა აწუხებთ. მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ერთ-ერთი უპირველესი - ფიზიკური მომზადებაა. ეს სანაკრებო დონეზეც აშკარაა და ევროთასებზე ჩვენი კლუბების გამოსვლებიდანაც არაერთხელ გამოჩნდა, რომ მსოფლიოს სტანდარტებისგან ძალიან შორს ვართ.

ცნობილი სპეციალისტი გუჯა კახაძე ამ პრობლემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და საინტერესო მოსაზრება გაგვიზიარა.

"ვერავინ დამარწმუნებს, რომ ქართული ფეხბურთის მესვეურები ამ პრობლემისგან გამოსავალს არ ეძებენ, რადგან ყველა ადამიანის სურვილია, იყოს ბედნიერი და მათ შორის არიან მწვრთნელებიც, სპორტსმენებიც და გულშემატკივრებიც.

განსაკუთრებით გულშემატკივრები, რომლებიც სასურველ შედეგს მრავალი წელია მოთმინებით ელიან. ამისთვის კი
საჭიროა ბევრი შრომა და ცოტა გამართლება, მაგრამ როგორც ყველაფერში, აქაც არსებობს ალტერნატივა", - ამბობს კახაძე და კიდევ ერთხელ ცდილობს, მის მიერ შემუშავებულ მეთოდზე მიიქციოს ყურადღება.

ეს მეთოდია "ფიზმომზადება დატვირთვების გარეშე" და როგორც კახაძე ამბობს, ეფუძნება არა მხოლოდ ადამიანის ფიზიკურ, არამედ, სულიერ, მორალურ შესაძლებლობებსა და მეცნიერულ ცოდნასაც:

"შევეცდები, ავხსნა მეთოდიკა, რომელიც ქართულ ფეხბურთს ძველ დიდებას დაუბრუნებს. სასურველი შედეგის მისაღები ქართული მეთოდიკის "საიდუმლო" ელემენტების სიმრავლესა და მათ სინქრონულად შესრულებაში იმალება.

მათემატიკაში არის მეთოდი - "მარტივ მამრავლებად დაშლა", რაც რთული მაგალითის ადვილად ამოსახსნელად გამოიყენება. ამას ბავშვობაში ყველას ასწავლიან, მაგრამ მერე რატომღაც გვავიწყდება.

დღეს ფეხბურთელს შეუძლია თავი გაიმეტოს, დაიძაბოს და იმდენი ფიზიკური ენერგია გამოყოს, რომ 90 წუთს შეუსვენებლად ირბენს. "მარტივ მამრავლებად დაშლა" კი საშუალებას გვაძლევს, 2 ტაიმი ისე ვირბინოთ, რომ მხოლოდ მსუბუქად დავიღალოთ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანმრთელებად დავრჩეთ".

კახაძე არ ეთანხმება ქართველ ფეხბურთელებზე გავრცელებულ მოსაზრებას, სიზარმაცესთან დაკავშირებით:

"ბევრისგან მსმენია, რომ ქართველი ფეხბურთელი ზარმაცია და სირბილი ეზარება. თუმცა ყველამ ვიცით, რომ ზარმაცებად არ იბადებიან და თუ გავიხსენებთ, რომ სიზარმაცე არის ენერგიის შენახვის ინსტინქტი და მისგან თავის დაღწევა შესაძლებელია, სასურველ შედეგსაც მალე მივიღებთ.

სიზარმაცე არის შინაგანი წინააღმდეგობა, რომელსაც იწვევს ადამიანის თვითგადარჩენის ინსტინქტი ორგანიზმის გადატვირთვისგან დასაცავად".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 22 /
საუკეთესო შედეგები აქვს
Nana
22 დეკემბერი 2015 15:49
0
ბატონი გუჯას ვარჯიშები ფანტასტიურ შედეგებს იძლევა ბავშვებში, ვიცი რომ სპორცმენებშიც. ნუთუ არ არის საინტერესო ფეხბურთის გუნდშიც ეცადათ.კარგი ყველაფერი ფასიანია!
Nana
22 დეკემბერი 2015 15:47
0
ბატონი გუჯას შედეგი ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი,ჩემს გარშემო არაერთ ადამიანს ვურჩიე და მერწმუნეთ,ვინც ბატონ გუჯასთან გაიარა ვარჯიში ყველამ მიახწია გარკვეულ შედეგს.ეს ყველაფერი ჩემი თვალით მაქვს ნანახი.
გიორგი გვენცაძე
10 დეკემბერი 2015 10:25
0
პირადად ვიცი რამოდენიმე ადამიანი ვინც გაიარა მასთან გაკვეთილები და შედეგიც საოცარი ქონდათ. ჩემი თვალით მყავს ადამიანები ნანახი, რომლებსაც სიარულიც კი არ შეეძლოთ და ბატონმა გუჯამ ფაქტიურად სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა .არ ვიცი რამდენად წაადგება საქართველოს ნაკრებს მასთან ვარჯიში, თუმცა ფაქტია, რომ მის ვარჯიშებს შედეგი მოაქვს უდიდესი. ჩემი თვალით მყავს ის ადამიანები და მათი პროგრესი ნანახი.
gocha
10 დეკემბერი 2015 10:18
0
კი მარა მორბენალი მაინც აღეზარდა ვინმე.
giga
10 დეკემბერი 2015 10:13
0
წლების წინ ითხოვდა 20 ლარს გაკვეთილში. თან წინასწარ უნდა მიგეცა.მე ჯამრთელობაზე მკონდა ფრობლემები და მაგიტომ დაწდიოდი.სისწრაფე მომემატა 35 ასაკში და ვფიქრობ რომ გამოადგება პროფესიონალ სპოცმენს.45 გაკვეტილიაო საჭირო მთელი პროგრამის შესასწავლადო. მე ვერ დავასრულე და კიდევ სხვებმაც უფულობის გამო.დალიან დვირია
koba
10 დეკემბერი 2015 02:17
0
თუ მართლა დადებს შედეგს და აფერისტი არაა. ჯერ ფულზე ნუ დაიწყებს ლაპარაკს. დადოს შედეგი და მერე მოითხოვს საკმაოდ დიდი თანხა რომელსაც ასახელებს!
მორაგბე
10 დეკემბერი 2015 01:01
0
ამ კაცს რატომ არავინ უსმენს?
ვინმემ არ უნდა ნახოს, ან არ უნდა იკითხოს ამდენი ხანია და რას ამბობს ეს ადამიანი?
shoda
09 დეკემბერი 2015 22:23
0
2 კაცს არ უსმენენ საქართველოში.პოლიტიკაში ნათელაშვილს და სპორტში გუჯა კახაძეს.ერთხელ აცადეთ ამ ხალხსაც!რა ვიცი...
gio
09 დეკემბერი 2015 20:45
0
ეს კაცი საუბრობს ამერიკაში NASA-ს პროგრამით კოსმონავტების მომზადების მსგავს ვარჯიშებზე. შედეგი რა თქმა უნდა ძალიან კარგია. რამდენიმე წელია, ითხოვს რომელიმე კლუბის, ან ასაკობრივი ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელად დამნიშნეთ და შედეგს 6 თვეში დავდებო. არავინ უსმენს. ექსპერიმენტის ჩატარება ნამდვილად ღირს.
ნიკოლოზი
09 დეკემბერი 2015 19:44
0

სიახლეები პოპულარული