ლევან კობიაშვილი: წინა ფედერაციასა და შსს-ს შორის მემორანდუმი გაფორმებული არ ყოფილა!

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "კვირის პალიტრის" ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ფედერაციაში მის წინამორბედებს შსს-სთან მემორანდუმი გაფორმებული არ ჰქონიათ.

- წლების განმავლობაში გვესმოდა, რომ შსს-სა და ფედერაციას შორის მემორანდუმი იყო გაფორმებული. სინამდვილეში არანაირი მემორანდუმი არ ყოფილა! სფფ-ში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებით იმუშავებს, ყველა ინფორმაციაზე მოახდენს რეაგირებას და პრევენციულ ზომებსაც მიიღებს. აქამდე არავინ რომ არ ისჯებოდა, ასე აღარ იქნება! ოღონდ სტადიონზე მოდი და რაც გინდა, აკეთეო - ასეთი მიდგომაც არასწორად მიმაჩნია. გვეუბნებიან - სტადიონზე სულ ოციოდე
ქომაგი მიდის და მათაც თუ ავუკრძალეთ მოსვლა, რაღა გამოვაო?! თუ ის 20 ადამიანი სტადიონზე წესრიგს არღვევს, იქ ვიღაცის საგინებლად მიდის და ოჯახთან ერთად მისულ გულშემატკივრებს სტადიონზე ყოფნის სურვილს უკარგავს,­ ასეთების სტადიონზე ყოფნას ცარიელი ტრიბუნები არ ჯობია?! გვინდა, სტადიონებზე პირობები გავაუმჯობესოთ, ხალხი დავაინტერესოთ და ასეთი ვაი-გულშემატკივრები ნამდვილად არ გვჭირდება.

- ვალების გარდა, რა დაგიტოვათ თქვენმა წინამორბედმა?
- თავს რომ იწონებდნენ, თანამედროვე აკადემია ავაშენეთო, უნდა ნახოთ, როგორ გაუსაძლის პირობებში უწევდათ ბავშვებს ყოფნა! დაგვხვდა ბევრი ისეთი ვალიც, ვერც დავადგინეთ, რისთვის და რატომ, მაგრამ ჩვენი გადასახდელია. რუსთავის აკადემიის ასაშენებლად უეფამ კონკრეტული თანხა გამოჰყო, არადა, დაიგეგმა გაცილებით დიდი აკადემია, რისი ფულიც არ ჰქონდათ. თუმცა, შუა გზაზე ვერ მივატოვებთ და აუცილებლად დავასრულებთ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ავტორი: რატი შელეგია
წყარო: kvirispalitra.ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლევანიკო რა მემორანდუმი საქმეს მიხედეთ ნუ გაგიტკბებათ თბილი კაბინეტები.(იყო საშვალოზე დაბალი დონის ფეხბურთელი ევროპაში ეს იმას არ ნიშნავს გაგხადონ ფედერაციის პრეზიდენტი)მე ამათი არ მჯერა ვინები მოიყვანა თავის გუნდში.... გაიშიფრა თავი...
z.c 1
00:05 15-12-2015
0
სწორედაც რო საქმეს ამბობს ლევანი აქ და ნუ გაუჭირვეთ რა საქმე ამ ბიჭს მთავარი ფეხბურთის როგორც სპორტის სახეობის გაცოცხლებაა და არა ნაკრების ერთი თამაშის მოგება და მერე 6 ის წაგება ფეხბურთია მკვდარი და ნულიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი ეგარი რეალობა რა ნაკრები რის ნაკრები
qutaiseli
07:29 15-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული